ავტორი:

ოპერაცია “ობობის ქსელი” წელიწადნახევარზე მეტ ხანს იგეგმებოდა - უკრაინამ რუსეთის 5 აეროდრომი დაბომბა: ვინ ხელმძღვანელობდა უნიკალურ ოპერაციას და რა დეტალები ხდება ცნობილი

ოპერაცია “ობობის ქსელი” წელიწადნახევარზე მეტ ხანს იგეგმებოდა - უკრაინამ რუსეთის 5 აეროდრომი დაბომბა: ვინ ხელმძღვანელობდა უნიკალურ ოპერაციას და რა დეტალები ხდება ცნობილი

რუსეთი ადასტურებს, რომ უკრაინამ აეროდრომებზე თავდასხმა განახორციელა. კერძოდ, რუსეთმა დაადასტურა, რომ უკრაინამ დარტყმები განახორციელა ხუთ რეგიონში.

  • „ტელეგრამზე“ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ უკრაინამ განახორციელა, „ტერორისტული თავდასხმა“ მურმანსკის, ირკუტსკის, ივანოვოს, რიაზანისა და ამურის რაიონებში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა თავდასხმა „მოიგერიეს“.

„დრონების გაშვების შედეგად აეროდრომების უშუალო სიახლოვეს მდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო ტექნიკას ცეცხლი გაუჩნდა“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

უკრაინის უშიშროების ძალებმა თავდასხმის კადრები გაავრცელეს, სადაც ასახულია FPV კამიკაძე დრონები, რომლებიც ურტყამენ მურმანსკის ოლქში, ოლენის ავიაბაზაზე მდებარე რუსეთის საჰაერო ძალების TU-95MS-ის ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენებს.

უკრაინელთა კამიკაძე დრონების გამშვები კონტეინერი აფეთქდა ამურსკის ოლქში, იმ მომენტში, როდესაც რუსეთის მოქალაქე შიგთავსის დათვალიერებას ცდილობდა.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="uniannet/165792" data-width="100%"></script>

როგორც უკრაინული მედია წერს, სპეციალური ოპერაციის “ობობის ქსელის“ შედეგად, განადგურდა რუსული სტრატეგიული ავიაციის საბრძოლო მზადყოფნის მქონე თვითმფრინავების დაახლოებით ნახევარი.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="uniannet/165801" data-width="100%" data-single></script>
  • დეტალები - ვინ ხელმძღვანელობდა ოპერაცია “ობობის ქსელს“ და რა ხდება ცნობილი

ოპერაცია „ობობის ქსელს” პირადად ხელმძღვანელობდა უკრაინის СБУ-ს ხელმძღვანელი, გენერალი, ვასილი მალიუკი.

გენერალი ვასილი მალიუკი

სპეცოპერაცია „ობობის ქსელი“ წელიწადნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მზადდებოდა.

UNIAN-ის წყაროები იუწყებიან, რომ მას პირადად უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, ხოლო გეგმას ვასილ მალუკის ხელმძღვანელობით უშიშროების სამსახური ახორციელებდა.

ოპერაციის შედეგად, უკრაინამ რუსული სტრატეგიული ავიაციის 41 თვითმფრინავი დაბომბა.

“ეს ოპერაცია ლოჯისტიკური თვალსაზრისით ძალიან რთული იყო. თავდაპირველად, უშიშროების სამსახურმა რუსეთის ფედერაციაში უპილოტო საფრენი აპარატები (FPV) გადაიტანა, შემდეგ - მოძრავი ხის სახლები, მოგვიანებით კი სახლები სატვირთო მანქანებში მოათავსა და დრონები თავსახურების ქვეშ დამალა. საჭირო მომენტში, თავსახურები დისტანციურად გაიხსნა და დრონებმა რუსულ თვითმფრინავებს შეუტიეს,“ - წერს “უნიანი“ ექსპერტზე დაყრდნობით.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?22" data-telegram-post="uniannet/165780" data-width="100%" data-single></script>

უკრაინის შეფასებით, ოპერაციის შედეგად მიყენებული ზარალი რუსეთისთვის $2 მილიარდს აღემატება.

დარტყმების ობიექტი გახდა რუსული TU-95 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები (იგივე “დათვი”), ზებგეროვანი TU-22M3-ები და A-50 — ჰაერში გამაფრთხილებელი და საკონტროლო თვითმფრინავები.

სხვადასხვა ცნობით, ეს ოპერაცია არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციის, არამედ დივერსიული სტრატეგიის თვალსაზრისითაც უპრეცედენტო იყო.

იხილეთ ასევე: