ავტორი:

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური,“ისკანდერის“ რაკეტებით და დრონებით და შეუტია - არიან დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები

რუსეთმა უკრაინას ბალისტიკური,“ისკანდერის“ რაკეტებით და დრონებით და შეუტია - არიან დაშავებულები, მათ შორის, ბავშვები

რუსულმა ძალებმა 2 ივნისის ღამეს უკრაინას 80 უპილოტო საფრენი აპარატით, „ისკანდერ-M/KN“ ტიპის 3 ბალისტიკური რაკეტით და „ისკანდერ-K“ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების ძირითადი მიმართულებები იყო ხარკოვის, ჩერნიგოვის, დონეცკისა და ხერსონის ოლქები.

  • ხარკოვზე თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ დარტყმები ქალაქის ორ რაიონში განხორციელდა. კიევის რაიონში რაკეტა მრავალსართულიან შენობებთან ახლოს მოხვდა.

ხოლო დნოგორსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა სამოქალაქო საწარმოს შენობა.

წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში მტრის 52 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

საჰაერო დარტყმები 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ხარკოვში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა.

წყარო

იხილეთ ასევე: