ავტორი:

პრინც ჰარის სურდა სამეფო გვარზე უარი ეთქვა და დედის გვარი, სპენსერი მიეღო - რას წერს მედია სამეფო ოჯახის მორიგ სკანდალზე?

პრინც ჰარის სურდა სამეფო გვარზე უარი ეთქვა და დედის გვარი, სპენსერი მიეღო - რას წერს მედია სამეფო ოჯახის მორიგ სკანდალზე?

PEOPLE-ის ინფორმაციით, პრინცი ჰარი განიხილავდა იდეას, უარი ეთქვა სამეფო გვარზე, Mountbatten-Windsor-ზე და დედის, პრინცესა დაიანას გვარი, სპესერი მიეღო.

  • ამ თემაზე ჰარი თავის ბიძას, ერლ ჩარლზ სპენსერს, პრინცესა დაიანას უმცროს ძმას ესაუბრა, როდესაც ბრიტანეთს სტუმრობდა. თუმცა ბიძამ რჩევის სახით უთხრა, რომ ამის გაკეთება სამართლებრივად ძალიან რთული იქნებოდა.

"მათ შორის ძალიან მეგობრული საუბარი შედგა, მაგრამ სპენსერმა ურჩია, რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი", – უთხრა ჰარის ახლობელმა მედია.

  • პრინც ჰარის პრესსამსახურმა კომენტარი არ გააკეთა, და არც ჩარლზ სპენსერს უპასუხია ჟურნალისტების კითხვებისთვის.

ამჟამად ჰარის და მეგან მარკლის შვილები - 6 წლის პრინცი არჩი და 4 წლის პრინცესა ლილიბეტი - ოფიციალურად ატარებენ გვარს Mountbatten-Windsor, თუმცა მედიაში ოჯახი გვარად სასექსს იყენებს.

მეგანმა PEOPLE-თან ინტერვიუში თქვა, რომ სასექსის გვარი მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც შვილები შეეძინათ:

"ეს ჩვენი საერთო გვარია როგორც ოჯახისთვის და მანამ სანამ შვილები გვეყოლებოდა, ვერ ვაცნობიერებდი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემთვის. ახლა ეს გვარი ნამდვილად უკავშირდება ოჯახურ ერთობას.“

  • მაუნთბატენ-უინძორი სამეფო ოჯახის ოფიციალური გვარია, რომელიც დედოფალ ელისაბედის და პრინც ფილიპის შთამომავლებს აქვთ. გამოცემის შეფასებით, ამ გვარზე უარის თქმა შეიძლება მეფე ჩარლზის ირიბ შეურაცხყოფად აღქმულიყო.

პრინც ჰარისა და მეფე ჩარლზს დღემდე რთული ურთიერთობა აქვთ. ამ ამბავში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჰარიმ და მეგანმა სამეფო ვალდებულებებზე უარის თქმის შემდეგ სახელმწიფო დაცვის უფლება დაკარგეს. როგორც ჰარიმ განაცხადა, მას "წარმოდგენაც არ აქვს, როგორ შეიძლება ოჯახი უსაფრთხოდ დააბრუნოს დიდ ბრიტანეთში, თუ დაცვა არ ეყოლებათ".

ნახეთ ასევე: