ავტორი:

წარუმატებელი სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ქალს სახე “დაეშალა" - "საშინელებათა ფილმში ვიყავი, ყველაფერს ვგრძნობდი, დაახლოებით 25 ინექცია გამიკეთეს"

წარუმატებელი სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ქალს სახე “დაეშალა" - "საშინელებათა ფილმში ვიყავი, ყველაფერს ვგრძნობდი, დაახლოებით 25 ინექცია გამიკეთეს"

Mirror-ი 40 წლის ბრიტანელი ქალის, ლიან ებაიანსის ისტორიის შესახებ წერს, რომელიც სტომატოლოგიური ოპერაციისთვის თურქეთში გაფრინდა და სურდა მისი 13 წლის ვინირები იმპლანტებით შეეცვალათ.

თუმცა, როგორც ორი შვილის დედა აცხადებს, წარუმატებელი კბილის იმპლანტაციის პროცედურის შემდეგ სახე “დაეშალა“ და დღემდე „ცხოვრებაში ყველაზე საშინელი ტკივილს“ განიცდის.

ლიან ებაიანსის სახე ოპერაციის შემდეგ

ლიან ებაიანსი ჰყვება, რომ მას სტომატოლოგმა ზედა ყბაზე 8 იმპლანტი, ხოლო ქვედა ყბაზე 7 იმპლანტი ჩაუსვა. თავდაპირველად მას ხრახნები ჩაუსვეს და დროებითი იმპლანტები დაუმონტაჟეს. ხუთი თვის შემდეგ კი მუდმივი კბილების ამოსაღებად თურქეთში უნდა დაბრუნებულიყო. თუმცა, ხრახნების ჩასმიდან რამდენიმე კვირაში, მას ძლიერი თავის ტკივილი და სინუსიტი დაეწყო.

მისი თქმით, პანიკაში ჩავარდა, როდესაც სახის ფორმა შეიცვალა და სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ანტიბიოტიკები დაუნიშნეს.

კერძო სტომატოლოგთან ჩატარებულმა სკანირებამ აჩვენა, რომ მას ცხვირი და სინუსი შიგნიდან აქვს გახვრეტილი.

„ცხოვრებაში ყველაზე ძლიერ ტკივილს განვიცდი. თითქმის ყოველ დღე გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შევდივარ და გამოვდივარ. სახესაც კი ვერ ვეხები. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სახეში გატეხილი მინა მომხვდა.

ჩემი სახე განადგურებულია. ლამაზი ღიმილი აღარასდროს მექნება. ახლა კბილები არ მაქვს, მხოლოდ ხრახნები მიდგას. ეს სამშობიარო ტკივილზე უარესია,“ - ჰყვება დაზარალებული.

„როდესაც ინექციების პირველი რაუნდი გავიკეთე და კბილების ამოღება დამიწყეს, ყველაფერს ვგრძნობდი. ექვსი საათის განმავლობაში დაახლოებით 25 ინექცია გამიკეთეს. სინუსების ლიფტინგი ისეთი იყო, თითქოს ცხვირში რაღაცას მიჭერდნენ.

საშინელებათა ფილმში ვიყავი, სრულიად ფხიზლად ვიყავი. ამიყვანეს და ლამაზ სასტუმროში დამაბრუნეს, სადაც სხვა კლიენტებიც იყვნენ, რომლებსაც იგივე პროცედურა ჩაუტარდათ. ტელეფონით დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ვტიროდი რადგან ძალიან მტკიოდა და იქ მარტო ვიყავი.

ვერ ჭამ, პირი შეშუპებული გაქვს და ხრახნები გამოწეულია, ამიტომ მშიერი ვიყავი,“ - აცხადებს 40 წლის ქალი.

  • როგორც პაციენტი ჰყვება, კბილები მას აეროპორტვიშივე ასტკივდა. თუმცა, დროებითი იმპლანტები ეკეთა და თავდაპირველად არაფერი ეტყობოდა. შემდეგ კი გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო და გადაწყვიტა ის ყინულის დადებით გაეყუჩებინა.
ლიან ებაიანსი ოპერაციამდე

„თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა, რადგან ეს იდეალური ღიმილის დასაწყისი იყო და თავს ლამაზად ვგრძნობდი. ძლიერი ტკივილი ოთხი თვის შემდეგ დაიწყო. მაქვს სინუსების პრობლემები, რაც აქამდე არასდროს მქონია.

მარტში კერძო სტომატოლოგთან, Droitwich Dental Studio-ში ვიყავი და 4D სკანირება გამიკეთეს. მითხრეს, რომ ერთი იმპლანტი სინუსებს მიხვრეტდა, მეორე კი ცხვირს,“ - აცხადებს ის.

მას შემდეგ, რაც მისმა სტომატოლოგმა უთხრა, რომ შესაძლოა ყველა იმპლანტის ამოღება და ხელახლა დამონტაჟება დასჭირდეს, ორი შვილის დედა მკურნალობისთვის თანხებს აგროვებს.

წყარო

იხილეთ ასევე: