ავტორი:

დევიდ ბექჰემს რაინდად აკურთხებენ - ლეგენდარული ფეხბურთელი და ვიქტორია ბექჰემი ახალ წოდებებს მიიღებენ

დევიდ ბექჰემს რაინდად აკურთხებენ - ლეგენდარული ფეხბურთელი და ვიქტორია ბექჰემი ახალ წოდებებს მიიღებენ

The Sun-ის ცნობით, ლეგენდარულ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემს მომავალ კვირას რაინდად აკურთხებენ. კურთხევა მეფე ჩარლზის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე გაიმართება.

  • შედეგად, დევიდ ბექჰემი და მისი მეუღლე, Spice Girl-ის ყოფილი წევრი ვიქტორია ბექჰემი ახალ წოდებას მიიღებენ.

ფეხბურთის ლეგენდა “სერ“ დევიდ ბეკჰემი, ხოლო მისი მეუღლე - “ლედი“ ვიქტორია გახდება.

ფეხბურთის ლეგენდა “სერ“ დევიდ ბეკჰემი, ხოლო მისი მეუღლე - “ლედი“ ვიქტორია გახდება.

ინგლისის ფეხბურთის ყოფილი კაპიტანი მეფე ჩარლზთან ერთად საჯარო მიღებებზე ხშირად ჩნდებოდა. თუმცა, როგორც ამბობენ, მებაღეობისადმი მათი საერთო სიყვარულის წყალობით, მეგობრული კავშირი ბოლო წლებში უფრო გაძლიერდა.

მედიის ინფორმაციით, მეფემ მას საჩუქრად ვარდების თესლებიც კი გაუგზავნა.

გარდა საჩუქრისა, მეფემ დევიდ ბექჰემი თავის ჰაიგროუვის მამულში მიიწვია, სადაც შესთავაზა, გაწევრიანებულიყო საქველმოქმედო ორგანიზაცია King’s Foundation-ში.

„მეფესა და დევიდს ძალიან ძლიერი კავშირი აქვთ. ორივეს უყვარს ბუნება. სინამდვილეში ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე შეიძლება იფიქროთ. მათ აერთიანებთ სოფლისა და ბუნების სიყვარული“, - ამბობს წყარო.

წყარო

იხილეთ ასევე: