თინა ბოკუჩავას მეუღლე კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც "ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. საქმე ეხება წლების წინ ტელეკომპანია "იბერიის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას.
"მოგესალმებით, ამ ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქ პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად, უტას ბოდიშს ვუხდი ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასოდეს არაფერი არ მსმენია.
ერთადერთი რაც ვიცი, მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ. ეს იყო ტყუილი რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არ არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც, მე იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა, კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს".
"კოტე გცემეს? თუ ქუჩამ “გაკაჩავა”?“ - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
"ბოდიშს ვიხდი თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, - დაწერა მაშინ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში.
“გადაცემის შემდეგ წამყვანმა სამწუხაროდ, ჩემს საკუთარ ინტერპრეტაციად გაასაღა სოციალურ ქსელში აბსოლუტურად უცხო ადამიანის პოსტის განხილვა, რასაც მოჰყვა უარყოფითი შეფასებები. ვწუხვარ, თუ ამ დისკუსიის დროს უნებურად დავაზიანე ადამიანების პირადი გრძნობები, რაც დანამდვილებით არ ყოფილა ჩემი მიზანი", - ამბობდა ის.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის შემდეგ იოსელიანმა პოლიტიკური აქტიურობა შეწყვიტა და მედიაში აღარ გამოჩენილა.