"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, მისი ქმარი გაიტაცეს. როგორც მან განაცხადა, გატაცების შემდეგ კოტე იოსელიანი 8 საათის განმავლობაში, სავარაუდოდ, "მოდულის" შენობაში ჰყავდათ და ბავშვების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ.
"ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სამ შვილთან ერთად, ღამით 5 ნიღბიანი თავს დაესხა ჩემს მეუღლეს, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ამის შემდეგ თვალები აუხვიეს და ჩასვეს მანქანაში. თვალებახვეული და ხელებშეკრული გაიტაცეს უცნობი მიმართულებით. თუმცა ტრაექტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის "მოდულის" შენობაში ჰყავდათ.
ადგილზე მიყვანის შემდეგ 8 საათის განმავლობაში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ისინი ჩვენი 10 წლის შვილის სკოლის და ჩვენი ტყუპების ბაღის ადგილმდებარეობას უსახლებდნენ, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა და მუქარა და მას ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით" - ამბობს ბოკუჩავა.
ვიდეოს არაერთი კომენტარი მოჰყვა. "კოტე გცემეს? თუ ქუჩამ “გაკაჩავა”?“ - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, 2018 წელს იოსელიანი საჯაროდ გაკეთებული განცხადების გამო სკანდალში გაეხვა და მოგვიანებით, ამის გამო, ბოდიშიც მოიხადა.
"ბოდიშს ვიხდი თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, - დაწერა მაშინ პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში.
წაიკითხეთ ასევე: