ენტომოლოგების თქმით, ისტორიაში ახალი ფაზა დაიწყო: კლიმატურ ცვლილებებს მწერების სახეობების შემცირება მოსდევს და უფრო მეტის, ეს ტენდენცია იმ ტერიტორიებზეც კი შეინიშნება, სადაც ადამიანს ხელი არ მიუწვდება.
მწერებზე დაკვირვება დანიელ იანსენმა მას შემდეგ დაიწყო, რაც თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ახალგაზრდა ეკოლოგი კოსტა-რიკის ტყეში მუშაობისას ხევში ჩავარდა და ზურგი დაიზიანა.
მის დასახმარებლად არავინ გამოჩნდა, დანიელი ძლივს მივიდა კვლევით ცენტრამდე, ვერანდის სკამზე ჩამოჯდა და თითქმის ერთი თვის განმავლობაში ასე გაატარა დრო. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მწერების სიცოცხლით სავსე სამყარო.
ყველა ხის ყოველი ტოტი თითქოს მათი მეტროპოლია იყო, სადაც არსებები ნადირობდნენ, დაფრინავდნენ, დაცოცავდნენ და იკვებებოდნენ.
დანიელმა მფრინავი მწერების სიცოცხლის დოკუმენტირება დაიწყო.
მან 3000 სახეობის იდენტიფიცირება შეძლო და ტყის მუხლუხოებისა და ჩრჩილების პოპულაციები შეისწავლა.
ველური ფუტკრების ზუზუნი შეწყდა და ფოთლები, რომლითაც მწერები იკვებებოდნენ, დაუღრღნელი ჰკიდია.
ზოგიერთი ეკოლოგი ამ პროცესს ეკოლოგიური კოლაფსის „ახალ ერას“ უწოდებს. აღსანიშნავია, რომ სახეობების სწრაფი გადაშენება ხდება იმ რეგიონებში, სადაც ადამიანის კვალი თითქმის არ არის.
მსოფლიოში მწერების რაოდენობის შემცირების შესახებ ცნობები სიახლეს არ წარმოადგენს. საერთაშორისო კვლევების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად მთლიანი ბიომასის 1%-დან 2.5%-მდე ქრება.
როგორც მკვლევარები ამბობენ, ეს პესტიციდებისა და სასუქების ფართოდ გავრცელებამ, ქიმიურმა დაბინძურებამ გამოიწვია. მწერები მგრძნობიარე არსებები არიან და დაბინძურების ნებისმიერ ახლომდებარე წყაროს შეუძლია მათი პოპულაციების შემცირება გამოიწვიოს.
მეცნიერები, იანზენი და ჰალვაქსი შეუერთდნენ მკვლევართა მზარდ რაოდენობას, რომლებმაც მსოფლიოს ნაკრძალებში მწერების მასობრივი გადაშენება დააფიქსირეს.
2019 წელს მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ აშშ-ში ფრინველთა თითქმის მესამედი - დაახლოებით 3 მილიარდი გაქრა. კერძოდ, იმ ფრინველთა რიცხვი, რომლებიც მწერებზე ნადირობდნენ, 2.9 მილიარდით შემცირდა. ხოლო იმ ფრინველთა რიცხვი, რომლებიც მწერებზე არ იყვნენ დამოკიდებული, 26 მილიონით გაიზარდა.
იხილეთ ასევე: