გონიოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. როგორც ირკვევა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმავალმა BMW-ს ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე სახლთან გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. სამწუხაროდ შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ BMW-ს მარკის მანქანაში მყოფი სამი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი ბიჭი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. უმძიმესია მომხდარი ტრაგედიის შედეგი. სამი ულამაზესი გოგონა ადგილზე დაიღუპა.
"ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას. შოკირებული ვარ, ეს არ უნდა მომხდარიყო. დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გარდაცვლილები არიან ანა მახარაძე, მეგი ჯაიანი და სალომე გორგაძე...განაგრძეთ კითხვა
ნახეთ ასევე: