ავტორი:

ისრაელ-ირანის დაპირისპირების ესკალაცია გრძელდება (ფოტოები)

ისრაელ-ირანის დაპირისპირების ესკალაცია გრძელდება (ფოტოები)

ისრაელსა და ირანს შორის ღია საომარი მოქმედებები მე-5 დღეა გრძელდება.

ისრაელმა ირანი ერაყის დასავლეთ საზღვრიდან დედაქალაქ თეირანამდე და აღმოსავლეთით მაშჰედამდე დაბომბა. საპასუხოდ ირანმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

ირანში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა. ისრაელმა 24 ადამიანი დაკარგა. მოკლულია ირანის სამხედრო პირები, გენერლები და რევოლუციური გვარდიის დაზვერვის უფროსი.

საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყანაში საცხოვრებელი რაიონები არაერთხელ დაზარალდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ დაბომბვაში დაადანაშაულა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ამ ეტაპზე "ისრაელი თეირანის ცას აკონტროლებს.

“მოსახლეობის ევაკუაციას ვახორციელებთ. ჩვენ გამარჯვებისკენ გზაზე ვართ. ამას ირანიც კარგად ხვდება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

Aljazeera ირანიდან ფოტოებს აქვეყნებს:

თეირანის ჩრდილო-დასავლეთით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან კვამლი ამოდის.

თეირანის ცენტრი, კეშავარზის ბულვარი - ისრაელის თავდასხმის შედეგად დაშავებული ირანელები

თავდასხმის შედეგად დაზარალებულ ირანელებს პირველადი დახმარება უტარდებათ.

თეირანის ცენტრი - აფეთქების შემდეგ საცხოვრებელი კორპუსიდან კვამლი ამოდის

ისრაელი, ქალაქი ბნეი ბრაკი: ბავშვი ნანგრევების ფონზე

ბნეი ბრაკი: დრონით გადაღებულ სურათზე მაშველები საცხოვრებელი შენობების მახლობლად დაზიანებული მანქანების გვერდით დგანან.

ისრაელი, ქალაქი ბნეი ბრაკი
სასწრაფო-სამაშველო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ თელ-ავივში სარაკეტო თავდასხმის ადგილზე.
ულტრაორთოდოქსი ებრაელები თელ-ავივის აღმოსავლეთით, ბნეი ბრაკში, ირანის სარაკეტო თავდასხმის ადგილზე მიყენებულ ზიანს ათვალიერებენ

წყარო

იხილეთ ასევე: