ვენეციაში აქტივისტებმა Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყეს. როგორც ცნობილია, ბეზოსი მომავალ კვირას ლორენ სანჩესზე დაქორწინდება. ქორწილი კი ვენეციაში გაიმართება.
მრავალმილიონიანი ცერემონიის გამო შესაძლოა ქალაქის ზოგიერთი ნაწილი დაიხუროს.
"ვენეცია სცენას დაემსგავსა“, - განაცხადა 33 წლის ვენეციელმა აქტივისტმა ფედერიკა ტონინელიმ.
აქციის მონაწილეებ,ა სან ჯორჯო მაჯორეს ბაზილიკის სამრეკლოდან და რიალტოს ხიდიდან ბეზოსის საწინააღმდეგო ბანერები გაშალეს.
"არხებში გადავხტებით და მოძრაობას შევაფერხებთ", - აცხადებენ ისინი.
ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ განაცხადა, რომ ტურისტებს ბეზოსის ქორწილი ვერ შეაფერხებს. მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს წყვილმა დაჯავშნა მრავალი სასტუმრო, გონდოლები და წყლის ტაქსები მომავალი ქორწილისთვის.
"ჩვენ ვმუშაობთ და მხარს ვუჭერთ ქორწილის ორგანიზატორებს. ისინიც სრულ პატივისცემას იჩენენ ჩვენი ქალაქის, აქაური კულტურისა და უნიკალურობის მიმართ", - ამბობს ვენეციის მერი.
ჯეფ ბეზოსი დალორენ სანჩესი 7 წელია რაც ერთმანეთს ხვდებიან. საყვარელ ქალს მილიარდერმა ხელი 2023 წელს სთხოვა.