MailOnline-ი იმ ისტორიული იტალიური ადგილის შესახებ წერს, რომელიც მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა ლორენ სანჩესთან ქორწილისთვის დაჯავშნა.
- Amazon-ის დამფუძნებელმა ვენეციის ისტორიულ ცენტრში ერთ-ერთი უდიდესი და დიდებული შენობა, Scuola Grande della Misericordia დაჯავშნა.

-
1310 წელს აშენებული შენობა ‘Seven Scuole Grandi’-ის სახლი იყო, რომლის წევრებიც ვენეციის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. იქ მცხოვრებნი წამყვან თანამდებობებს იკავებდნენ. მისი კედლები კი რენესანსის უდიდესი მხატვრების ნახატებითაა სავსე.

Lonely Planet- ისტორიულ დარბაზს ასე აღწერს:
“ვენეციის შვიდი დიდი საძმოდან ერთ-ერთი - მისერიკორდია, ის იყო აბრეშუმის მქსოველთა გილდიის წევრი, რომელმაც ამ უზარმაზარი კლასიკური დარბაზის აგება შეუკვეთა“.

- ინტერიერზე, რომელიც ვერონეზეს, ზანკის, პელეგრინის და ტინტორეტოს ფრესკებით იყო მოხატული, არანაირი ხარჯი არ დაიშურეს.

-
როგორც ცნობილია, წყვილის ქორწილი 24 ივნისს გაიმართება.

ღონისძიება გაძლიერებული უსაფრთხოების ქვეშ შედგება, რაც ქუჩების გადაკეტვას, საჰაერო სივრცის დახურვას და პოლიციის მიერ, პერიმეტრის განსაკუთრებულ კონტროლს გულისხმობს.
- არსებული ინფორმაციით, ქორწილზე დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაიხარჯება. სტუმრებს შორის კი იქნებიან კარდაშიანები, მსახიობი ევა ლონგორია, პოპ ვარსკვლავი კეტი პერი და სხვა ვარსკვლავები.
საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილები ივანკა და დონალდ უმცროსი, თავიანთ პარტნიორებთან ერთად.
სავარაუდოდ, სტუმრები, ახლომდებარე აეროპორტებში კერძო თვითმფრინავით დაეშვებიან.
წყარო
იხილეთ ასევე: