ავტორი:

ტრამპმა ირანზე თავდასხმის გეგმა დაამტკიცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ტრამპმა ირანზე თავდასხმის გეგმა დაამტკიცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

CBS-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანზე თავდასხმის გეგმა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დარტყმის შესახებ, ჯერ არ მიუღია.

როგორც CBS-ს სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსანმა განუცხადა, თუ ირანი დათანხმდება თავისი ბირთვული პროგრამის დათმობას, აშშ-ის პრეზიდენტი დარტყმებისგან თავს შეიკავებს.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი ფორდოუზე - ირანის მიწისქვეშა ურანის გამდიდრების ობიექტზე დარტყმას განიხილავს.

მანამდე აშშ-ის პირველმა პირმა ირანს უპირობო კაპიტულაციისკენ მოუწოდა, თუმცა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ ბოლომდე იბრძოლებს.

ხამენეიმ თავის ოთხშაბათის გამოსვლაში ტრამპი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ “აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო ჩარევა ძვირად დაუჯდება“.

თავის მხრივ, ტრამპმა შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა აშშ ირანზე იერიშის მიტანას, განაცხადა: "არავინ იცის, რას ვაპირებ...“

შეგახსენებთ, ტრამპის მოთხოვნას, ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ, პლატფორმა X-ზე გაეროში ირანის მისიის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და დაწერეს, რომ "ირანი ზეწოლის ქვეშ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, იძულებით მშვიდობას არ დათანხმდება და მოლაპარაკებებს არ გამართავს ომის წამქეზებელთან.“

წყარო

იხილეთ ასევე: