ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, ირანში რაკეტების საწყობებს დაარტყეს.
"საჰაერო ძალებმა ცენტრალურ ირანში რაკეტების საწყობებსა და რაკეტების გამშვებ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო“, - ნათქვამია ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებაში.
"გუშინ ისრაელის საჰაერო ძალებმა გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოყენებით რევოლუციის გვარდიის საჰაერო ძალების უპილოტო საფრენი აპარატების მეორე დანაყოფის მეთაური, ამინ ფორ ჯუდხი გაანეიტრალეს“, - წერს ისრაელის თავდაცვის ძალები X-ზე.
ამასთან, ირანის საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“-ს ინფორმაციით, ისრაელმა ისპაჰანის ბირთვულ ობიექტს დაარტყა, თუმცა დარტყმის შედეგად, სახიფათო ნარჩენების გაჟონვა არ მომხდარა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 5 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შემდეგაც საჰაერო განგაშის სირენების ხმა თელ-ავივსა და ცენტრალურ ისრაელში ისმოდა.
ისრაელის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, ირანის სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
წაიკითხეთ ასევე: