Louis Vuitton-მა ყველაზე ლამაზი ავტომობილი გამოავლინა

Louis Vuitton-მა ყველაზე ლამაზი ავტომობილი გამოავლინა

ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton, რომელიც ცნობილია ძვირად ღირებული აქსესუარებისა და ტანსაცმლის წარმოებით, როგორც ჩანს, მდიდრულ ავტომობილებშიც კარგად ერკვევა.

რამდენიმე დღის წინ პარიზის სასტუმრო Pre Catelan-ში ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალი Louis Vuitton Classic Awards 2010/2011 გაიმართა. წელს ცერემონიალის გამარჯვებულად ბრიტანული ავტომობილი, Jaguar C-X75 დასახელდა.

ცნობისათვის, მოდის სახლი Louis Vuitton ყოველწლიურად ირჩევს ორ მდიდრულ ავტომობილს და ანიჭებს მათ ავტორიტეტულ წოდებებს: Louis Vuitton Classic Concours Award და Louis Vuitton Classic Concept Award. პირველი მათგანი გადაეცემა ავტომობილს, რომელიც რომელიმე მსხვილ ავტო-შოუზე საუკეთესოდ დასახელდება, ხოლო მეორე ჯილდო გადაეცემა საუკეთესო კონცეპტუალურ ავტომობილს, რომელიც „მომავალი 40 წლის განმავლობაში, სრულყოფილებისა და ელეგანტურობის ხორცშესხმას წარმოადგენს“.

შეგახსენებთ, წლევანდელი მაღალი ტიტულის მფლობელი Jaguar C-X75 - ეს არის, ორადგილიანი ელექტრომობილი, რომელიც საზოგადოებას გასულ წელს წარუდგინეს. ეს სუპერქარი აღჭურვილია 4 ელექტრო-ძრავით, რომლებიც ჯამში 780 ცხენის ძალას ავითარებენ. თითო ბორბალზე 195 ცხენის ძალით, ავტომობილი 100კმ სიჩქარეს 3,4 წამში კრეფს. სრულად დატენილი ელემენტების პირობებში მას 109 კმ მანძილის გავლა შეუძლია.

და ეს ყველაფერი ატმოსფეროში გამონაბოლქვის გარეშე.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)