გასულ კვირას, ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც ინტერნეტში დეზინფორმაციის ტალღა აგორდა...
ერთი პროირანული ანგარიშის - Daily Iran Military-ის გამომწერების რაოდენობა 13 ივნისის შემდეგ 700 000-დან 1.4 მილიონამდე გაიზარდა.
"დეზინფორმაციის ნაკადის გამო, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონფლიქტის დროს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მასშტაბური გამოყენება ვიხილეთ“, - განუცხადა BBC Verify-ს ანალიტიკური ჯგუფის Get Real-ის მთავარმა საგამოძიებო ოფიცერმა, ემანუელ სალიბამ.
BBC Verify-ის მიერ განხილული ანგარიშები ხშირად ავრცელებდა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ სურათებს. ერთ-ერთ სურათზე, რომელსაც 27 მილიონი ნახვა აქვს, თელ-ავივისკენ მიმართული ათობით რაკეტა იყო გამოსახული. კიდევ ერთ პოსტში უდაბნოში ჩამოგდების შემდეგ დაზიანებული თვითმფრინავი იყო ნაჩვენები. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის მანიპულირების ნიშნები აშკარა იყო: თვითმფრინავის გარშემო მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები ახლომდებარე მანქანების ზომის იყვნენ, ქვიშაზე კი შეჯახების ნიშნები არ ჩანდა.
ბევრი ვიდეო გამოჩნდა TikTok-სა და Instagram-ზე. BBC Verify-სთვის მიცემულ განცხადებაში TikTok-ი განმარტავს, რომ ის პროაქტიულად აღასრულებს სახელმძღვანელო პრინციპებს, „რომლებიც კრძალავს არაზუსტ, შეცდომაში შემყვან ან ცრუ კონტენტს“. Instagram-ის მფლობელმა მეტამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
წაიკითხეთ ასევე: