ავტორი:

ალპებში მყინვარების დნობა შეუქცევად პროცესად იქცა - მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი

ალპებში მყინვარების დნობა შეუქცევად პროცესად იქცა - მეცნიერების საგანგაშო პროგნოზი

შვეიცარიის მყინვარების სავალალო მდგომარეობა რამდენიმე კვირის წინ განსაკუთრებით გამოიკვეთა, როდესაც შვეიცარიაშო ალპური მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი ბლატენი ნაწილობრივ გაანადგურა. გავრცელებული ინფორმაციით, სოფლის ევაკუაცია რამდენიმე დღის წინ განხორციელდა საფრთხის გამო, რომ მყინვარი ბირჩი იშლებოდა - მწვერვალი. რომელიც კლდის მასას იკავებდა, იმდენად დასუსტდა, რომ დამცავი ბარიერის ფუნქცია ვეღარ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მყინვარების დნობა დაახლოებით 170 წლის წინ შენიშნეს. თუმცა, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, პროცესი დაჩქარდა და ექსპერტების თქმით, 2022 - 2023 წლები ამ მხრივ ყველაზე სახიფათო იყო.

აშშ-ში, პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა და გლაციოლოგმა რიჩარდ ალიმ აღნიშნა, რომ მყინვარების შემცირებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სოფლის მეურნეობაზე, თევზჭერაზე, სასმელი წყლის მარაგსა და სასაზღვრო დაძაბულობაზე, როდესაც საქმე ტრანსსასაზღვრო მდინარეებს ეხება. მსოფლიოში წელიწადში საშუალოდ 273 მილიარდი ტონა ყინული იკარგება. მკვლევართა განცხადებით, ეს წყალი დედამიწის მოსახლეობას 30 წლის განმავლობაში ეყოფოდა.

შვეიცარიის მყინვარების მდგომარეობის შესახებ უახლესი ანგარიშის თანახმად, გლობალური ტემპერატურა კიდევ 1.5 გრადუს ცელსიუსზე მეტით თუ მოიმატებს, მყინვარები, შესაძლოა, ერთ საუკუნეში გაქრეს. წყარო

იხილეთ ასევე: