UFC-ის ქართველი მებრძოლის ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 29 ივნისს ის ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. უკვე შედგა სპორტსმენების პირისპირ დგომი, რა დროსაც მათ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
"მე უბრალოდ მინდა გაჩვენო რომ საუკეთესო ვარ. შენ იცი, რომ მე დაგამარცხებ, ბოდიში, არ მინდოდა შენთან ბრძოლა", - უთხრა ილიამ ჩარლზს, რაზეც ჩარლზმა უპასუხა, რომ ყველაფრისთვის მზადაა.
"უბრალოდ დამშვიდდი, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, მზად ვარ დიდებული ჩხუბისთვის", - თქვა ჩარლზ ოლივეირამ.