კახა კუკავა - ირაკლი ეზუგბაიამ 200 ათას ლარიანი პრემია გამოიწერა

კახა კუკავა - ირაკლი ეზუგბაიამ 200 ათას ლარიანი პრემია გამოიწერა

"თავისუფალი საქართველო" კიდევ ერთხელ ეხმაურება ელიტური კორუფციის თემას და ამჯერად მორიგ კორუმპირებულ პირად საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელს ირაკლი ეზუგბაიას ასახელებს.

ამასთან დაკავშირებით დღეს პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს პარტიის ლიდერებმა კახა კუკავამ და ნინი გაბრიჩიძემ.

როგორც კუკავამ განაცხადა, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იმყოფება სიღატაკის ზღვარს მიღმა, უმაღლესი სახელმწიფო მოხელეების შენახვაზე ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარი იხარჯება. მისი ცნობით, სარწმუნო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ეზუგბაიამ საახალწლოდ პრემიის სახით 200 000 ლარი გამოიწერა.

კუკავამ ეზუგბაიას სააკაშვილის მორიგი "გაქსუებული კორუმპირებული ჩინოვნიკი" უწოდა და თხოვნით მიმართა რკინიგზის თანამშრომელებს, მიაწოდონ ინფორმაცია რკინიგზაში არსებული კორუფციული პროცესების შესახებ, რათა ამ პირის მიმართ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და პროკურატურამ გამოიძიოს ეზუგბაიას მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

ნინი გაბრიჩიძის განცხადებით, კახა კუკავამ, როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, მიმართა ირაკლი ეზუგბაიას და გამოითხოვა კომპანიის ყოველთვიური სახელფასო ბადე, რაზეც უარი მიიღო იმ მოტივით, რომ რკინიგზა არ წარმოადგენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს.

გაბრიჩიძის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, რადგანაც ინფორმაცია თანამდებობის პირთა ანაზღაურების შესახებ არის საჯარო საკრებულოს წევრთათვის და ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე