ავტორი:

ილია თოფურია ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს - “უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის...“

ილია თოფურია ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს - “უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის...“

UFC -ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია უკვე ორი წონის - ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.

თოფურია ლას ვეგასში, UFC 317-ზე, მსუბუქი წონის დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირას შეხვდა. თუმცა, მოვლენების ასეთ სწრაფ განვითარებას არავინ ელოდა. ილიამ ოლივიერა ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

  • გამარჯვების შემდეგ ილია თოფურიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქართველ გულშემატკივრებს საგანგებოდ მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ სამშობლოში მალე ჩამოვა. ვიდეოს “სეტანტა სპორტი“ აქვეყნებს.

“ილია გილოცავ ორი დივიზიონის ჩემპიონობას. ვნახეთ საქართველოში შენი გაჩემპიონების ზეიმი, ვნახეთ ქალბატონი ინგა როგორ აღნიშნავდა შენს წარმატებას არენის გარეთ ქართველ გულშემატკივართან ერთად. თუ შეგიძლია, რომ მიმართო ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც მსოფლიოს ყველა წერტილიდან გედგნენ გვერდში ამ ისტორიული გამარჯვებისას,“ - მიმართა ჟურნალისტმა ჩემპიონს.

- უდიდესი მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე მოვახერხებ, საქართველოს ვესტუმრები და ჩავეხუტები ყველას თავიდან.

კონფერენციაზე თოფურიამ პედი პიბლეტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “დიდი სიამოვნებით, გემრიელად დაანოკაუტებდა“.

იხილეთ ასევე: