ავტორი:

გულითადი დამშვიდობება მატჩის შემდეგ - კვარაცხელიას და მესის ერთობლივი ფოტოები

გულითადი დამშვიდობება მატჩის შემდეგ - კვარაცხელიას და მესის ერთობლივი ფოტოები

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში პსჟ "ინტერ მაიამის" შეხვდა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, ანგარიშით 4:0.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. პსჟ-მ “ინტერ მაიამის“ პირველ პირველ ტაიმში 4 გოლი გაუტანა, რასაც მეტოქეების მხრიდან უშედეგო მცდელობები მოჰყვა.

მოგეხსენებათ, ამერიკული გუნდის შემადგენლობაში თამაშობენ ლეგენდარული ლიონელ მესი და სუარესი.

  • თამაში საკმაოდ ხისტი გამოდგა, განსაკუთრებით უხეშობდნენ ამერიკელები, პირველ ტაიმში კვარაცხელია ორჯერ გადაურჩა სერიოზულ ტრავმას.

მეორე ტაიმი მაიამელების აქტიურობით დაიწყო. შედარებით გააქტიურდა ლიონელ მესიც. შეიძლება ითქვას, ის ერთადერთი იყო, ვინც ამწვავებდა გუნდის შეტევებს, თუმცა უშედეგოდ. პსჟ-ს მეორე ტაიმში თავი დიდად აღარ შეუწუხებია, აშკარა იყო ფეხბურთელები ძალების დაზოგვასაც ცდილობდნენ.

მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია და ლიონელ მესი ერთმანეთს გულითადად დაემშვიდობნენ. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ორი ფეხბურთის გამორჩეული ფიგურა, ერთმანეთთან საუბრობენ.

ფოტოებს Geo Team ავრცელებს.

იხილეთ ასევე: