ავტორი:

"ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი დააკავეს... რუსმა ძალოვნებმა ასევე დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც" - რას წერს მედია

"ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი დააკავეს... რუსმა ძალოვნებმა ასევე დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც" - რას წერს მედია

ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსულენოვანი გამოცემა Meduza ავრცელებს.

  • კერძოდ, რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში ურალის აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს. მედიის ცნობით, მასთან ერთად მისი შვილიც დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

დაკავებისას ძალოვნებმა შიხლინკსის მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს, ძალით გადმოათრიეს და ხელბორკილები დაადეს. დაკავების ფორმალური საფუძვლები ამ მომენტისთვის უცნობია. შიხლინსკის შვილის თქმით, დაკავებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აწარმოებდა.

შიხლინსკის დაკავების, თითქმის, პარალელურად, რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძალოვნებმა აზერბაიჯანის კიდევ ერთი მკვიდრი, ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვი დააკავეს, რომელიც რეგიონის უდიდესი ბაზრის თანამფლობელია.

განახლებული ინფორმაციით, აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელი, შაჰინ შიხლინსკი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შიხლინსკი მოწმის სახით საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ ოფისში გადაიყვანეს.

წაიკითხეთ ასევე: