სკანდალურ მუსიკოსს, ქანიე ვესტს, რომელიც ავსტრალიელ ბიანკა ცენსორიზე არის დაქორწინებული, ავსტრალიაში შესვლა ოფიციალურად აუკრძალეს. როგორც მედია წერს, “მისი ტურისტული ვიზა მას შემდეგ გაუქმდა, რაც ანტისემიტურ სიმღერაში ადოლფ ჰიტლერი მოიხსენია“.
ბიანკა ცენსორი ავსტრალიას ზაფხულში ეწვია, თუმცა რეპერი იმ დროს იაპონიაში იმყოფებოდა.
სწორედ იმ პერიოდში ვრცელდებოდა ხმების იმის შესახებ, რომ წყვილს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და დაშორებას გეგმავდნენ.
სამთავრობო წყაროები News.com.au-თან აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღეს.
ქანიე უესტი ფლობს ტურისტული ვიზას, რომელიც 12 თვის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ძალაში, თუმცა ამჟამად ის გაუქმებულია. ვიზის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრმა ტონი ბურკმა ოთხშაბათს გაასაჯაროვა.
“ავსტრალია არ შეეგუება ანტისემიტიზმს“. - აცხადებს შს მინისტრი.
იხილეთ ასევე: