ავტორი:

დააკავეს 19 წლის პილოტი, რომელმაც მარეგულირებლები მოატყუა და ანტარქტიდაზე უნებართვოდ გაფრინდა

დააკავეს 19 წლის პილოტი, რომელმაც მარეგულირებლები მოატყუა და ანტარქტიდაზე უნებართვოდ გაფრინდა

ახალგაზრდა ამერიკელ პილოტს ბრალი ედება ფრენისას კურსიდან გადახვევასა და ანტარქტიდაზე ნებართვის გარეშე დაშვებაში.

მაგელანისა და ჩილეს ანტარქტიდის პროკურორების თქმით, 19 წლის მემფისელი პილოტი ეთან გო დააკავეს და ბრალი წაუყენეს 28 ივნისს, სამხრეთ, პოლუსზე გაფრენამდე, ყალბი ფრენის გეგმის წარდგენაში.

  • ის ცდილობდა გამხდარიყო ყველაზე ახალგაზრდა პილოტი, რომელმაც შვიდივე კონტინენტი შემოიარა. თავისი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდა პილოტი კიბოს კვლევისთვის 1 მილიონი დოლარის შეგროვებას ისახავდა მიზნად.

გო იყო ერთადერთი ადამიანი და პილოტი თვითმფრინავ Cessna 182Q-ზე. ის ჩილეს ქალაქ პუნტა-არენასში მდებარე აეროპორტიდან აფრინდა და სამხრეთ ჩილეს პორტის თავზე გადაფრენას აპირებდა, თუმცა მოულოდნელად კურსი შეიცვალა და ანტარქტიდისკენ გაემართა.

გოს თვითმფრინავი ანტარქტიდაზე

“ბრალდებულმა საავიაციო ორგანოს ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. მან წარადგინა ფრენის გეგმა, რომელიც მიუთითებდა, რომ პუნტა არენასის ქალაქზე ფრენას აპირებდა. თუმცა, ანტარქტიდისკენ განაგრძო ფრენა ყოველგვარი ნებართვის გარეშე და დაეშვა ლეიტენანტ როდოლფო მარჩის ბაზაზე, ჩილეს ტერიტორიაზე, ანტარქტიდაში“, - განაცხადა რეგიონულმა პროკურორმა კრისტიან კრისოსტო რიფომ.

გოს მოულოდნელი ჩასვლა რეგიონის საჰაერო სივრცის მაკონტროლებლებმა საფრთხედ მიიჩნიეს. ახალგაზრდა დაშვების შემდეგ დააკავეს და კვლევით ბაზაზე წაუყენეს ბრალი.

"ბრალდებულებმა დაარღვია არა მხოლოდ საავიაციო კოდექსი, არამედ ანტარქტიდაზე მიმავალი მარშრუტებისა და თეთრ კონტინენტზე წვდომის შესახებ მრავალი ეროვნული და საერთაშორისო რეგულაცია“, - დასძინა რიფომ.

დაკავებულის ადვოკატი, კარინა ულოა, აცხადებს, რომ მოზარდს ფრენის დროს გართულებები დაეწყო და ამის გამო აღმოჩნდა ანტარქტიდაზე.

CNN Español-ის ცნობით, ის დაკავებულია და ანტარქტიდის კუნძულზე დარჩება მანამ, ვიდრე პუნტა არენასში კომერციული რეისით ჩილეში დაბრუნების უფლებას არ მისცემენ.

  • ეთანი თავის ერთწლიან მოგზაურობას "ინსტაგრამის" ანგარიშზე აქვეყნებდა, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი მიიზიდა. მან ბოლოს მოგზაურობის ჩანაწერი 23 ივნისს, მოგზაურობის 142-ე დღეს გამოაქვეყნა, როდესაც ფილიპინებს შემოუარა.

ის პირველად მშობლიური ქალაქიდან, მემფისიდან 2024 წლის მაისში აფრინდა და თითქმის 60 ქვეყანაში დაეშვა.

მისი მიზანი იყო “წმინდა იუდას ბავშვთა კვლევითი საავადმყოფოსთვის“ 1 მილიონი დოლარის შეეგროვებინა, რომელიც სიმსივნეს ებრძვის.

წყარო

იხილეთ ასევე: