ორსული ბრიტანელი ქალის, ბელა კალის სასამართლო პროცესი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, „მტკიცებულებებთან დაკავშირებული პრობლემების“ გამო გადაიდო. როგორც thesun წერს, ბრალდებული თბილისის საქალაქო სასამართლოში მოკლე მოსმენისთვის გამოცხადდა.
19 წლის ბელას გუშინ აცნობეს, რომ პროცესი შესაძლო საპროცესო შეთანხმების მოლოდინშია და სწორედ ეს გახდა გადადების მიზეზი.

“ბელას ვარდისფერი მაისური ეცვა, უჩანდა მუცელი... მას მამა ამხნევებდა და მოუწოდა „ძლიერი ყოფილიყო“,“ - წერს გამოცემა.

მანამდე კი პროკურორები და ბელას ადვოკატი მალხაზ სალაყაია შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
„მხარეები საპროცესო შეთანხმების ფაზაში შევიდნენ, რათა გაერკვნენ, შეიძლება თუ არა ეს ვარიანტი. ჯერ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ჩვენი პოზიციაა, რომ ჩემი კლიენტი გათავისუფლდეს და ჯარიმა გადაიხადოს. ვნახოთ, რა მოხდება მოლაპარაკებების შემდეგ,“ - განუცხადა სალაყაიამ The Sun-ს განუცხადა:
თუმცა, ბელას მცდელობა, თავი აარიდოს პატიმრობას, გართულდა ვიდეოსათვალთვალო ჩანაწერების გამოქვეყნებით, ბანგკოკის აეროპორტიდან. ბელა აცხადებდა, რომ მან ბანგკოკის აეროპორტში პოლიციას დახმარებისთვის მიმართა. ვიდეო მტკიცებულებები კი ამ განცხადებას ეწინააღმდეგება.

"რაც არ ითქვა ის იყო, რომ ის ადამიანები, რომლებმაც ეს ბარგი მოიტანეს და გადასცეს, ჯერ კიდევ ახლოს იყვნენ და ბელას ღიად კომუნიკაცია არ შეეძლო. მან სცადა პოლიციისთვის მიენიშნებინა, რომ ეს მისი ბარგი არ იყო, მაგრამ ყურადღება არ მიაქციეს,“ - განაცხადა ადვოკატმა.
წინა სასამართლო სხდომაზე ბელა კალიმ განაცხადა, რომ ნარკოტიკებით სავსე ბარგი აეროპორტში სხვებმა წაიღეს და თვითმფრინავის საბარგულში მოათავსეს, ის კი რეისზე ავიდა და სინამდვილეში არ იცოდა ბარგში რა იყო.

„პოლიციამ გადახედა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებს და დაადასტურა, რომ მან გადასაადგილებლად, ავტომატური საპასპორტო კონტროლისთვის ბრიტანული პასპორტი გამოიყენა. არ დაუკავშირდა და არ გასაუბრებია არცერთ იმიგრაციის ოფიცერს და უბრალოდ დატოვა ქვეყანა.“
ტაილანდის ხელისუფლების განცხადებით, ბელას პოზიცია, რომ მან საბაჟო ოფიცრებს დახმარება სთხოვა, „სრულიად უსაფუძვლოა“.
ვიდეოკამერები აჩვენებს, თუ როგორ მშვიდად გადის სტუდენტი სუვარნაბჰუმის აეროპორტის ავტომატიზებულ კარიბჭეებში ყოველგვარი ეჭვის გარეშე.

“ბელას ადვოკატმა, მალხაზ სალაყაიამ, განაცხადა, რომ ადამიანებით ვაჭრობის ქსელში კორუმპირებული ტაილანდელი პოლიციელები იყვნენ ჩართული და როდესაც ბელამ დახმარებისთვის ერთ-ერთ მათგანს მიმართა, მიხვდა, რომ ის ბანდის წევრი იყო.
მისივე თქმით, ბელას და მის ოჯახს თავის მოკვეთით დაემუქრნენ, თუ ის არ დაემორჩილებოდა,“ - წერს გამოცემა.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე, ბელა მეი კალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. მას ბარგში დიდი რაოდენობის - 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს. დაკავებისას ბელა ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მას 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 18 წლის ბრიტანეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის. ახლა მას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, სადაც ექიმები მისი განცხადებების სისწორეს დაადგენენ.
იხილეთ ასევე: