ავტორი:

პსჟ “ჩელსისთან“ 0:3 დამარცხდა

პსჟ “ჩელსისთან“ 0:3 დამარცხდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ “ჩელსისთან“ 0:3 დამარცხდა.

ლონდონური გუნდი მატჩის დაწყებისთანავე საკმაოდ აქტიურად უტევდა და შედეგმაც არ დააყოვნა, რვაწუთიან ინტერვალში პალმერმა დუბლი შეასრულა და პსჟ-ს 2 გოლი გაუტანა.

43-ე წუთზე მესამე გოლი ჟოაო პედრომ დაამატა და პირველი ტაიმი 3:0 დასრულდა “ჩელსის“ სასარგებლოდ.

მეორე ტაიმში, „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 58-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია ბარკოლათი შეცვალა. 85-ე წუთზე ნევეშმა კუკურელიას თმაზე მოქაჩა და მსაჯმა გააძევა.

საბოლოოდ მატჩი “ჩელსის“ გამარჯვებით დასრულდა.

იხილეთ ასევე: