Netflix-მა თავისი მაყურებელი ახალი ინფორმაციით გაახარა. Wednesday მეორე სეზონით ეკრანებზე ბრუნდება. მხატვრული სერიალის მეორე სეზონის პირველი ნახევრის პრემიერა 6 აგვისტოს, ხოლო მეორე ნახევრის - 3 სექტემბერს იგეგმება.
ახალ თრეილერს Wednesday Addams – “უფრო ბნელი და რთული თავგადასავლისთვის" ეწოდება. მთავარი გმირი, ჯენა ორტეგა კი Nevermore Academy-ის გოთურ დარბაზებში ისევ გააგრძელებს ბოროტ ძალებთან ბრძოლას.
“Wednesday-ის მოგზაურობა ამ სეზონში უფრო ბნელი და რთული ხდება, რადგან ის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახალ საიდუმლოებებსა და ძველ მოწინააღმდეგეებს ებრძვის“, - განუცხადეს შოუს შემქმნელებმა და აღმასრულებელმა პროდიუსერებმა Tudum-ს.
ოფიციალური თრეილერის მიხედვით, ბასრი ჭკუისა და შეუპოვარი ხასიათის მქონე Wednesday ახალ, შემზარავ საიდუმლოს იძიებს.
მაყურებლები იხილავენ ნაცნობ სახეებს. ადამსების ოჯახის წევრებს - მორტიციას, გომესს და პაგსლის, რომლებსაც ამ სეზონში უფრო მნიშვნელოვანი როლები აკისრიათ.
სერიალში გამოჩნდებიან ახალი პერსონაჟებიც.
"მეორე სეზონში არაფერია ისე, როგორც თრეილერში ჩანს", - განუცხადა Tudum-ს სერიალის შემქმნელმა მაილს მილარმა.
იხილეთ ასევე: