ავტორი:

"კოშმარები ესიზმრება, ხედავს, როგორ მიფრინავს, შემდეგ კი ცხედრებს გარშემო" - რა ხდება ცნობილი ინდოეთში ავიაკატასტროფას გადარჩენილ ერთადერთ მგზავრზე

"კოშმარები ესიზმრება, ხედავს, როგორ მიფრინავს, შემდეგ კი ცხედრებს გარშემო" - რა ხდება ცნობილი ინდოეთში ავიაკატასტროფას გადარჩენილ ერთადერთ მგზავრზე

12 ივნისს ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრის, ვიშვაშ კუმარ რამეშის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ დრომდე რთულია. შეგახსენებთ, რომ ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავი ინდოეთში, აფრენიდან მალევე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 241 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ვიშვაშის ძმაც.

  • Air India-ს თვითმფრინავის კატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი ყოველ ღამე თავიდან განიცდის იმ დღეს მომხდარ მოვლენებს, ამბობს, კუმარის ნათესავი.

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც გადარჩენილი მგზავრი, 40 წლის ვიშვაში, საავადმყოფოში მოათავსეს კატასტროფის შედეგად მიღებული დაზიანებებით. ამ კატასტროფას მისი უფროსი ძმა, აჯაი კუმარ რამეშიც ემსხვერპლა.

მისი ნათესავო კრუნალ კეშავი Metro UK-სთან ამბობს, რომ ვიშვაში "ღამით ვერ იძინებს.“

"ესიზმრება, რომ მიფრინავს. ახსოვს, როგორ დაიღუპა ყველა მის თვალწინ", - ამბობს ის.

"ის საუბრობს, მაგრამ კატასტროფაზე არ ლაპარაკობს. ამჟამად ცდილობს ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს, თუმცა ხშირად არ გადის გარეთ.

დროს ოჯახთან ერთად სახლში ატარებს", - ამბობს ავიაკატასტროფას გადარჩენილის ნათესავი.

  • ვიშვაში თავის ძმასთან, 45 წლის აჯაისთან ერთად, ინდოეთში ოჯახს სტუმრობდა და გაერთიანებულ სამეფოში ბრუნდებოდა, როდესაც კატასტროფა მოხდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს გულმკერდის, თვალებისა და ფეხების ტრავმებით.

ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნისას, ვიშვაშმა გაიხსენა ის წამები გაიხსენა, როცა კატასტროფა მოხდა.

"აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ, გაისმა ძლიერი ხმა და შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა", - თქვა მან ჟურნალისტებთან.