რუსული მედია წერს, რომ ქეთა თოფურიამ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც 38 წლის მომღერალმა "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე თოფურიას სახე ახლო ხედით არის გადაღებული.
"ვინმეს შეუძლია ქირურგის სახელი მითხრას? შესანიშნავი შედეგია“, "ლამაზი ცხვირი გაუკეთებიათ“, "ჩემი აზრით, ადრე უკეთესი ცხვირი ჰქონდა“, "ეს ცხვირი ახლა ხელოვნების ნიმუშია“, - წერენ მომღერლის ფოტოს კომენტარებში.
ბოლო თვეებია, რაც ქეთა თოფურია განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ, მომღერალზე წერდნენ, რომ ორსულად იყო. თუმცა უახლოეს მომავალში მეოთხე შვილის გაჩენის შესაძლებლობა მან უარყო.
ქეთი თოფურიას სამი შვილი ჰყავს: 10 წლის ქალიშვილი ოლივია პირველი ქმრისგან, ლევ გეიხმანისგან, ასევე ოთხი წლის ვაჟი ადამი და ერთი წლის ქალიშვილი ნიკოლი, ამჟამინდელი მეუღლისგან, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსისგან, ლევ ძენგოვისგან. ისინი 2020 წელს დაქორწინდნენ.
რამდენიმე თვის წინ, ქეთამ რუსულ მედიასთან პლასტიკურ ოპერაციებზე გულახდილად ისაუბრა.
"ერთხელ გავიკეთე რინოპლასტიკა. ამან მხოლოდ უკეთესობისკენ შემცვალა. პრინციპში არასდროს დამიმალავს და არც ახლა ვმალავ. მაგრამ როდესაც პლასტიკური ოპერაციების გაკეთებისას ქალები ზღვარს გადადიან და გასაბერ თოჯინას ჰგვანან, ეს საშინელებაა,“ - ამბობდა ქეთა.
38 წლის მომღერლის თქმით, მან ტრავმის გამო ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. ერთ დღეს თოფურიას ნათესავმა დაუდევრად ესროლა შოკოლადის ფილა...

"ჩემი ბიძაშვილი მოვიდა სახლში, ჩვენთან და ხუმრობით ცხვირში შოკოლადი "ტვიქსი" მესროლა. მაშინ ნამდვილად ვიგრძენი ის მომენტი, როდესაც ამბობენ, რომ თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ცხვირი შემიშუპდა და კეხი გაიზარდა. მეგონა გამივლიდა, მაგრამ არა. გარკვეული პერიოდის შემდეგ სუნთქვის პრობლემები შემექმნა, ერთი ნესტოთი საერთოდ ვერ ვსუნთქავდი.
ქირურგთან მივედი, რომელმაც ძგიდის ოპერაცია გამიკეთა. მოგვიანებით საკუთარ თავს ტელევიზორში რომ შევხედე, ცხვირის წვერი ძალიან დაწეული იყო. დედამ მკითხა: "ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებული? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო“, - განაცხადა პოპ-ვარსკვლავმა.

რუსეთში ცხოვრებისას ქეთა კიდევ ერთხელ ესტუმრა ამჯერად ცნობილ რუს პლასტიკურ ქირურგს, აღმოჩნდა, რომ ძგიდის გასწორების ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჯერად უკვე მეორედ დასჭირდა ოპერაცია, რა დროსაც ექიმმა პრობლემა გამოასწორა და ცხვირის ფორმაც შეიცვალა.

"ჩვენ ვიპოვეთ შესანიშნავი პლასტიკური ქირურგი, არტურ რიბაკინი, რომელმაც რინოპლასტიკა გამიკეთა. მითხრა, რომ ძგიდის ოპერაცია არასწორად იყო გაკეთებული და თავიდან გამიკეთა ძგიდის და ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. ახლა ბედნიერი ვარ“, - ამბობდა თოფურია.
წაიკითხეთ ასევე: