ახალი კუპე Mercedes-Benz C-კლასი ოფიციალურად წარმოადგინეს

ახალი კუპე Mercedes-Benz C-კლასი ოფიციალურად წარმოადგინეს

ჟენევის ავტოშოუზე გერმანულმა პრემიუმ-კლასის ავტომწარმოებელმა კომპანიამ Mercedes-Benz, რესტაილირებული C კლასის ბაზაზე შექმნილი ახალი კუპე წარმოადგინა. სიახლე კომპანიის სამოდელო ხაზში ერთდროულად ორ მოდელს ჩაანაცვლებს. ესენია ამ ბოლო დროს ნაკლებად კომერციული მოდელი CLK და თავის დროზე უშუალოდ C კლასის კუპედ მიჩნეული მოდელი CLC, რომლის გაყიდვებიც უკვე რამდენიმე წელია მკვეთრად მცირდება.

სიახლე აგებულია ახალი C კლასის მოდერნიზებულ პლატფორმაზე, რომლისგანაც მას ერგო ინტერიერის დიზაინი და ავტომობილის წინა ხედი. "დონორისგან" ერგო ახალ კუპეს ძრავების გამაც, რომელიც რამდენიმე დიზელისა და ბენზინის აგრეგატებისგან შედგება, მათი სიმძლავრე 120 ცხენის ძალიდან 360 ცხენის ძალამდეა განსაზღვრული.

ახალი კუპეს სპორტული ვერსია - C 63 AMG - დაკომპლექტდება 6,3 ლიტრიანი ატმოსფერული ბენზინის აგრეგატით, რომელიც 457 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნის მაქსიმალური მომენტი 600 ნიუტონმეტრს მიაღწევს. ოპციის სახით მყიდველს ასევე შესთავაზებენ სპორტულ პაკეტს AMG Performance Package, რომელიც საშუალებას იძლევა, ძრავის სიმძლავრე 30 ცხენის ძალით გაზარდოს.

წინასწარი ინფორმაციით Mercedes-Benz С-კლასის კუპეს გაყიდვები გაზაფხულის მიწურულიდან დაიწყება.

კოკა კვირკველია

რადიო "პალიტრა"

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)