ავტორი:

ბიანკა ცენსორის იდუმალი, მოკრძალებული იმიჯი და გაოცებული პაპარაცები - კანიე უესტის ცოლი, რეპერის შვილებთან ერთად გამოჩნდა

ბიანკა ცენსორის იდუმალი, მოკრძალებული იმიჯი და გაოცებული პაპარაცები - კანიე უესტის ცოლი, რეპერის შვილებთან ერთად გამოჩნდა

რეპერ კანიე უესტის მეუღლე, სკანდალურად ცნობილი ბიანკა ცენსორი სრულიად ახალი, მოკრძალებული იმიჯით გამოჩნდა. ავსტრალიელი არქიტექტორი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესში, რეპერისა და კიმ კარდაშიანის სამ შვილთან ერთად შენიშნეს.

  • შავ სამოსში შემოსილი ბიანკა კანიესა და კიმ კარდაშიანის 7 წლის ქალიშვილ ჩიკაგოსთან და მათ ვაჟებთან, 9 წლის სენტთან და 6 წლის ფსალმთან ერთად, ავტომობილში ჩაჯდა.

თუმცა ამჯერად ბიანკამ ყურადღება მისი იმიჯის გამო მიიქცია. ის ცნობილია თავისი ექსჰიბიციონარული სტილით, ახლა კი უჩვეულოდ მოკრძალებულ შავ სამოსში იყო გამოწყობილი.

ცენსორიმ გრძელმკლავიანი ტოპი, შარვალი, მერი ჯეინის ქუსლები და პარიკი მოირგო.

მათთან ერთად არ იმყოფებოდა 48 წლის რეპერი და უფროსი ქალიშვილი, 12 წლის ნორთ უესტი.

  • TMZ-ის ცნობით, კანიე უესტი კიმ კარდაშიანს ალიმენტის სახით თვეში 200 ათას დოლარს უხდის.

ბოლო რამდენიმე ხანია მედია წერს რეპერისა და ცენსორის უცნაური გარიგების შესახებ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უესტმა მას 3 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა „ექსცენტრიული იმიჯის“ შენარჩუნებისთვის.

„ბიანკა მიხვდა, როგორ გამოიყენოს ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ. ასეთი ღია სამოსი მის გემოვნებაში არ არის. მაგრამ ამბონს, რომ ჩაიცვამს, თუ გადაუხდიან,“ – განუცხადა წყარომ The U.S. Sun-ს ივნისში.

როგორც ამბობენ, ცენზორის 120 ათასი დოლარი გადაუხადეს მხოლოდ იმაში, რომ გრემის წითელ ხალიჩაზე “შიშველი“ გასულიყო.

„მან ზუსტად იცის, რას აკეთებს“, - განაცხადა მეორე ინსაიდერმა.

წყარო

იხილეთ ასევე: