"ქებათა ქება მიშას" - პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის ხოტბა საქართველოს პრეზიდენტს

"ქებათა ქება მიშას" - პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტის ხოტბა საქართველოს პრეზიდენტს

ინტერნეტგვერდ youtube -ზე ახალი ვიდეო გამოჩნდა სახელწოდებით "მიშას ქება". ვიდეოში ჩანს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რომელსაც ხელში "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ნომერი "ხუთიანი" უჭირავს. კობახიძე ამბობს ფრაზებს: "ჩვენს პრობლემებს შინ და გარეთ, მე და მიშა მოვაგვარებთ" და "საქართველოს დასაცავად, მე და მიშა ერთად წავალთ".

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაია კობახიძემ განუცხადა, ვიდეო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ არის გადაღებული, თუმცა მისთვის უცნობია, ვინ ატვირთა youtube-ზე ვიდეო 3 წლის შემდეგ.

"ხუთიანები და ის, რასაც თქვენ მეუბნებით, ვადამდელი საპრეზიდეტო არჩევნებს უკავშირდება. იმ პერიოდში 32-ე საჯარო სკოლაში ვმუშაობდი და მათემატიკას ვასწავლიდი. წინასაარჩევნოდ ეს 5 ნომრები კორპუსის ბინების სახელურებზე იკიდებოდა და მათ ეწერა უკანა მხარეს ასეთი მცირე ზომის ლექსები", - თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რატომ იმეორებდა მმართველი გუნდის საპრეზინდეტო კანდიდატის საარჩევნო სლოგანს იმ დროს საჯარო სკოლის პედაგოგი, კობახიძემ უპასუხა:

"ისეთ რაღაცებს მეკითხებით... იმიტომ ვიმეორებ, რომ ხელში მეჭირა ის ხუთი ნომრები და თან ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები იყო ის, რაც მათ უკან ეწერა. სხვა არაფერი. გასაოცარი ის არის, ვის დასჭირდა ამ ვიდეოს ახლა გამოქვეყნება და რა მიზანი ამოძრავებდა. იმ პერიოდში კამერების წინ არ ვმდგარვარ, მაშინ სკოლაში ვმუშაობდი და დაფასთან ვიდექი", - განაცხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"