ავტორი:

დააკავეს მამაკაცი, რომელიც წინდებში ჩაწყობილი 850 კუს გატანას აშშ-დან კონტრაბანდულად ცდილობდა

დააკავეს მამაკაცი, რომელიც წინდებში ჩაწყობილი 850 კუს გატანას აშშ-დან კონტრაბანდულად ცდილობდა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ჩინელმა მამაკაცმა აშშ-ის რაიონულ სასამართლოში აღიარა დანაშაული, რომ ქვეყნიდან კონტრაბანდულად გეგმავდა დაახლოებით 850 დაცული სახეობის კუს გატანას.

ცოცხალი კუები წინდებში იყვნენ ჩალაგებული და სათამაშოებად იყო მონიშნული.

  • აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ვეი ციან ლინმა 2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის ნოემბრამდე ჰონგ-კონგში კუების 200-ზე მეტი პარტიის არაკანონიერად ექსპორტირება მოახდინა.

ხელისუფლების ცნობით, კუების ყუთებზე გაკეთებული იყო აღწერა -„პლასტმასის შინაური ცხოველების სათამაშოები“, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მამაკაცი ძირითადად აღმოსავლური და სამთითიანი კუების გადაზიდვას ახორციელებდა. ორივე სახეობა ამერიკის შეერთებულ შტატებშია გავრცელებული და ძალიან ფასობს.

კუებს ნიჟარებზე უნიკალური ნიშნები აქვთ და ჩინეთში სტატუსის სიმბოლოდ ითვლებიან.

აშშ-ის ხელისუფლებამ ბრალდებულისგან ჩამორთმეული კუების საერთო საგარეო ღირებულება 1.4 მილიონ დოლარად შეაფასა. ის სამართალდამცავებმა სასაზღვრო შემოწმებისას დააკავეს.

კუს ორივე სახეობა 1990-იან დაცულია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის კონვენციით.

ლინს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

წყარო

იხილეთ ასევე: