ავტორი:

"რამდენიმე წლის წინ ასეთი არ იყავი" - კიმ კარდაშიანი კანიე უესტის ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ საუბრობს

"რამდენიმე წლის წინ ასეთი არ იყავი" - კიმ კარდაშიანი კანიე უესტის ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ საუბრობს

რეალითი შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი დოკუმენტურ ფილმში კანიე უესტის ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ საუბრობს. ოთხშაბათს YouTube- ზე გამოქვეყნებული თრეილერის ვიდეოში კარდაშიანსა და უესტს შორის დაძაბული მომენტი იყო ნაჩვენები.

"რამდენიმე წლის წინ ასეთი არ იყავი" - ამბობს კიმი.

რეპერმა ვიდეოში აღიარა, რომ ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ მედიკამენტების მიღება შეწყვიტა: "უკვე ხუთი თვეა, რაც მედიკამენტებს აღარ ვიღებ. წამლების მიღებას სიკვდილი მირჩევნია. ან ისინი გამანადგურებენ, ან მე გავანადგურებ მათ".

ცოტა ხნის წინ, უესტმა განაცხადა, რომ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორად დაუსვეს, ხოლო მისი ახალი დიაგნოზი აუტიზმია. აუტიზმი მენტალური აშლილობა არ არის. თუმცა, 2020 წელს კიმ კარდაშიანმა, უესტის ყოფილმა ცოლმა, უესტის მენტალური ჯანმრთელობის მართვის სირთულეზე ისაუბრა.

"მათ, ვისაც ესმით, როგორია მენტალური დაავადება ან კომპულსური ქცევა, იციან, რომ ოჯახი უძლურია. ადამიანები, რომლებმაც არ იციან ან არ ჰქონიათ შეხება ამ გამოცდილებასთან, შესაძლოა განმსაჯონ ის და ვერ გაიაზრონ, რომ დახმარების ძიების პროცესში თვითონ ინდივიდი უნდა ჩაერთოს, მიუხედავად იმისა, თუ რა ძლიერ ცდილობს ამას ოჯახი თუ მეგობრები". - თქვა კარდაშიანმა.

დოკუმენტური ფილმის რეჟისორი და პროდიუსერია ნიკო ბალესტეროსია, რომელიც ფილმს ექვსი წლის განმავლობაში იღებდა. მისი პრემიერა 19 სექტემბერს, AMC-ის კინოთეატრში შედგება.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: