საჰაერო ძალების ვეტერანი, რომელიც ამჟამად იუტას უდაბნოში „კოსმოსურ მისიებს“ ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ “ადამიანები მზად არიან მარსზე საცხოვრებლად და ეს შესაძლოა 2030 წელს მოხდეს“.
მარსის საზოგადოების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დევიდ ლაუდმა, Daily Mail-ს განუცხადა, რომ ამერიკელები უკვე ყოველდღიურად ატარებენ ექსპერიმენტებს, რაც შეიძლება კოსმოსში პირველი კოლონისტებისთვის რუტინად იქცეს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ჯერ არ დაუდგამთ ფეხი მარსზე, ლაუდი და სხვები რეგულარულად ახდენენ პლანეტის იმიტაციას - თუ რას შეიძლება მალე წააწყდნენ ასტრონავტები იქ.
წითელი პლანეტის მსგავს გარემოში კვლევითი სადგური (MDRS) სამეცნიერო სასწავლო ცენტრის როლს ასრულებს. ლაუდის თქმით, ყველას, ვისაც სურს ექსპედიციაში მონაწილეობის მიღება, შეუძლია განაცხადი შეიტანოს MDRS მისიაში.
„თქვენ არ გჭირდებათ ტრენინგის გავლა, ეს უბრალოდ ზრდის თქვენს კვალიფიკაციას. ყველას შეუძლია ჩვენთან მოსვლა - ეს შეიძლება იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი, ფსიქოლოგიის სტუდენტი. ადრე საშუალო სკოლის მოსწავლეები გვყოლია“, - განაცხადა მან.
ლაუდის თქმით, მისიების უმეტესობა ოქტომბრიდან მაისამდე პერიოდში ხორციელდება.
MDRS სამი ძირითადი სტრუქტურისგან შედგება:
აქ ასევე არის მრავალი მზის პანელი, NASA-ს მარსმავლების მსგავსი რამდენიმე პატარა აპარატი და პაწაწინა ტელესკოპური ობსერვატორიები.
იუტას შტატში ნიადაგი მდიდარია რკინის ოქსიდებით (რაც მას მოწითალო ელფერს ანიჭებს), რაც ქიმიურად და ვიზუალურად მარსის ნიადაგს ჰგავს.
ადგილობრივი გარემო კომპანიას დაეხმარა შეექმნათ ისეთივე მკაცრი და უწყლო გარემო, როგორიც მარსზეა.
კანდიდატების იუტაში გამგზავრებამდე წინასწარი მზადება 10 თვით ადრე იწყება.
იხილეთ ასევე: