ავტორი:

ცნობილი სიამის ტყუპი ჩვილთან ერთად შენიშნეს - სავარაუდოდ, მათ დედობის ოცნება აიხდინეს

ცნობილი სიამის ტყუპი ჩვილთან ერთად შენიშნეს - სავარაუდოდ, მათ დედობის ოცნება აიხდინეს

მინესოტელი სიამის ტყუპი, რომლებიც ამჟამად 35 წლის არიან, ისევ მოექცნენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.

ები და ბრიტანი ჰენსელები ახალშობილთან ერთად შენიშნეს. სწორედ ამა გამოიწვია ჭორები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მათ დედობის ოცნება აიხდინეს.

სიამის ტყუპები, ები და ბრიტანი განუყოფლები არიან. ოთხი წლის წინ კი ერთ-ერთი ტყუპი, ები, აშშ-ის არმიის ვეტერან ჯოშუა ბოულინგზე დაქორწინდა, ბრიტანი დღემდე მარტოხელაა.

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ უჭირავთ ტყუპებს ბავშვს მანქანის სავარძელი და მას Tesla-ს უკანა სავარძელზე ათავსებენ. უცნობია, თუ ვინ არის ჩვილის დედა. როგორც მედია წერს, შესაძლოა მათ სუროგატი დედის დახმარებით გააჩინეს შვილი ან აიყვანეს.

გარდა ამისა, გასულ წელს, სიამის ტყუპებმა გულშემატკივრები გააოცეს იმით, რომ სავარაუდო ორსულობის შესახებ TikTok-ზე ვიდეო გამოაქვეყნეს.

ივნისში კი ჯოშუამ X-ზე გამოაქვეყნა ყუთში ჩადებული ბავშვის აქსესუარის ფოტო, რითაც გამომწერებს მიანიშნა, რომ ბავშვის დაბადებისთვის ემზადებოდა.

  • ერთად ცხოვრება

დების ისტორია მსოფლიო ყურადღების ცენტრში პირველად 1996 წელს მოექცა. ისინი 1990 წლის 7 მარტს, იშვიათი დაავადებით - დიცეფალური პარაპაგუსით დაიბადნენ.

მათ აქვთ ერთი ტანი და ორი თავი. წელიდან ქვემოთ ტყუპებს ყველა ორგანო საერთო აქვთ, მათ შორის შარდის ბუშტი, ნაწლავები და რეპროდუქციული ორგანოები.

მათ ასევე აქვთ ორი გული, ორი საყლაპავი, ორი კუჭი, სამი თირკმელი, ორი ნაღვლის ბუშტი, ოთხი ფილტვი (რომელთაგან ორი დაკავშირებულია), ერთი ღვიძლი, ერთი ნეკნის გალია და ორი ხერხემალი, რომლებიც მენჯშია შეერთებული.

მარცხენა ტყუპი - ბრიტანი, სხეულის მარჯვენა მხარეს ვერ გრძნობს, ხოლო აბი - მარცხენა მხარეს.

ახლა დები მინესოტას ერთ-ერთ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლებად მუშაობენ.

  • საქორწილო ზარები

2021 წელს, როდესაც აბი ჯოშუაზე დაქორწინდა (რომელსაც ყოფილ მეუღლესთან, ანიკასთან ერთად ჰყავს ქალიშვილი იზაბელა), ბევრს აინტერესებდა, ჩაითვლებოდა თუ არა ორივე ტყუპი ოფიციალურად დაქორწინებულად.

თუმცა, TMZ-მ შეძლო დოკუმენტების მოპოვება, რომლებიც ადასტურებდა, რომ იურიდიულად ქორწინება მხოლოდ აბია.

ტყუპების დედა ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა შვილიშვილები ჰყოლოდა. თავად დები კი ამბობდნენ, რომ დედები აუცილებლად გახდებოდნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: