ავტორი:

ფანების ოვაციები და ავტოგრაფები - ვეგასის კლუბში მამაკაცმა მოიტყუა, რომ ჯასტინ ბიბერი იყო: რა მოხდა სიმართლის გარკვევის შემდეგ? (ვიდეო)

ფანების ოვაციები და ავტოგრაფები - ვეგასის კლუბში მამაკაცმა მოიტყუა, რომ ჯასტინ ბიბერი იყო: რა მოხდა სიმართლის გარკვევის შემდეგ? (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ უცნაური ინციდენტი მოხდა ლას-ვეგასში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Wynn Las Vegas-ში, როდესაც ღამის კლუბში XS-ში ლოს-ანჯელესელი დიჯეი “გრიფინი“ გამოდიოდა.

წარმოდგენის დაწყებისთანავე გრიფინს უთხრეს, რომ 31 წლის მომღერალი ჯასტინ ბიბერი ქალაქში იმყოფებოდა და სცენაზე სიურპრიზად უნდოდა გამოჩენა. TMZ-ის ცნობით, გრიფინმა დაიჯერა, რომ ეს ნამდვილი ბიბერი იყო და დიჯეის კაბინაში მიიწვია.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს ვარსკვლავის ნახევრად შიშველი, ტატუირებული ორეული, რომელსაც მზის სათვალე და ჯინსი აცვია.

თვითმარქვია ბიბერმა აუდიტორიის წინაშე ვარსკვლავის 2015 წლის ჰიტი "Sorry“ შეასრულა. აღტაცებული მაყურებლები კი მას ფოტოს გადაღებას და ავტოგრაფებს სთხოვდნენ.

როდესაც კლუბის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ ის თვითმარქვია იყო, სცენიდან ჩამოიყვანეს და დაწესებულებიდან გააგდეს. მოგვიანებით 29 წლის თაღლითმა და მისმა გარემოცვამ ბარში თითქმის 10 000 დოლარი დახარჯეს, რაც ყალბმა ბიბერმა გადაიხადა.

დიჯეი გრიფინმა კი ხუმრობით "ინსტაგრამპოსტი" გამოაქვეყნა და ახალგაზრდა კაცს "ბიბერგეიტი“ უწოდა.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს თუ როგორ პოზირებს დესკლო “ფანებთან“ ერთად.

წყარო

იხილეთ ასევე: