ლევან ვეფხვაძე - ხელისუფლება პენსიის ინდექსაციას ახორციელებს

ლევან ვეფხვაძე - ხელისუფლება პენსიის ინდექსაციას ახორციელებს

"ქრისტიან-დემოკრატებს" მიაჩნიათ, რომ მთავრობა პენსიას კი არ ზრდის, არამედ პენსიის ინდექსაციას ახორციელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან.

როგორც ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, იმას, რასაც პენსიონერი რამდენიმე თვის წინ 80 ლარით შეიძენდა, დღეს 100 ლარით ნამდვილად ვეღარ იყიდის, რადგან სასაქონლო ბაზარზე 30%-იან მატებას აქვს ადგილი.

შესაბამისად, ლევან ვეფხვაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას 100 ლარიანი პენსია კი არ უნდა მიულოცოს, არამედ დანაკლისი რეალურად უნდა აუნაზღაუროს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე