ავტორი:

ადამ კადიროვი ახალი, 40 მილიონი რუბლის ღირებულების საათით გამოჩნდა - "ეს თანხა თითქმის ორჯერ აღემატება მისი მამის ოფიციალურ შემოსავალს"

ადამ კადიროვი ახალი, 40 მილიონი რუბლის ღირებულების საათით გამოჩნდა - "ეს თანხა თითქმის ორჯერ აღემატება მისი მამის ოფიციალურ შემოსავალს"

ჩეჩნეთის ლიდერის 17 წლის ვაჟი, ადამ კადიროვი, იმ საათებს ფლობს, რომელთა ღირებულება 40 მილიონ რუბლს შეადგენს – ეს თანხა თითქმის ორჯერ აღემატება მისი მამის ოფიციალურ შემოსავალს.

ის ფოტო, სადაც რამზან კადიროვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნულ მოზარდს ძვირადღირებული საათი უკეთია, ინსტაგრამზე მისმა დამ ტაბარიკმა გამოაქვეყნა. როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს , აღნიშნული საათები ამერიკული კომპანია Jacob & Co - ის Epic SF24 სერიას მიეკუთვნება, ეს მოდელები თეთრი ოქროსგან მზადდება და 104 ბრილიანტით არის მორთული.

მსოფლიოში მსგავსი მხოლოდ 18 ეგზემპლარი არსებობს, თითოეულის ღირებულება დაახლოებით 497 ათასი დოლარს შეადგენდა და ამ დროისთვის უკვე ყველა გაყიდულია.

აღსანიშნავია რომ, ეს Jacob & Co-ს ერთადერთი საათი არ არის, რომელიც უმცროს კადიროვს გააჩნია – მიმდინარე წლის ზაფხულში, თავისი ქორწილის დღეს ის სამასზე მეტი ბრილიანტით ინკრუსტირებული უნიკალური მოდელით გამოჩნდა, რომლის ღირებულება შვიდ მილიონ დოლარს შეადგენს.

მიუხედავად არასრულწლოვანი ასაკისა, ადამ კადიროვი არა მხოლოდ ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს, ის ასევე ჩეჩნეთში ჩამოყალიბებული ბაისანგურ ბენოევსკისა და შეიხ მანსურის სახელობის თავდაცვის სამინისტროს ბატალიონების, გუდერმესში არსებული “რუსული სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტის“ და მთლიანად შსს-ს სისტემის “კურატორად“ ითვლება. აპრილში ადამ კადიროვი ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანიც გახდა, თუმცა უცნობია იღებს თუა არა ის ანაზღაურებას და რა რაოდენობით.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: