ბელა ჰადიდმა "ინსტაგრამზე" გააზიარა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ის საავადმყოფოს საწოლში წევს და ინტრავენურ გადასხმას იკეთებს.

ბელამ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ცხოვრების რთული ეტაპია აღბეჭდილი და ჩანს, თუ რა გზას გადის მოდელი.
მან ასევე გააზიარა საავადმყოფოს ბაღის სურათები, ოჯახის წევრებისა და მეგობრების ფოტოები, რომლებიც მას სტუმრობენ და ბანქოს თამაშობენ. ბოლო ფოტოზე, ის ლიფტის კუთხეში ზის, სველი თმით და ყავის ჭიქით ხელში
.

ჰადიდის დედამ, იოლანდა ჰადიდმა, კომენტარებში მას "ლაიმის მეომარი" უწოდა. მისმა დამ, ჯიჯი ჰადიდმა კი დაამატა: "მიყვარხარ! იმედი მაქვს, მალე ისეთი ძლიერი და ჯანმრთელი იქნები, როგორსაც იმსახურებ!"
ბელა ჰადიდს ლაიმის დაავადების დიაგნოზი 2012 წელს დაუსვეს, დედასთან, იოლანდასთან, და უმცროს ძმასთან, ანვართან, ერთად. მოდელმა პირველად 2016 წელს ისაუბრა ჟურნალ PEOPLE-თან იმ სირთულეების შესახებ, რომლებსაც ლაიმის დაავადების გამო განიცდიდა.
"ცხოვრება ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც გარედან ჩანს," თქვა მან მაშინ და დაამატა, რომ "ამ მოგზაურობის ყველაზე რთული ნაწილი არის ის, რომ ადამიანები შენს გარეგნობას აფასებენ და არა იმას, თუ როგორ გრძნობ თავს."
წაიკითხეთ ასევე: