მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს იწყებს

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა .

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ეს არის საინვესტიციო ხასიათის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც გაიმართება პრეზიდენტის შეხვედრა ცნობილ ამერიკელ მირიარდერ დონალდ ტრამპთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხელი მოეწერება კონტრაქტს, რომელიც საქართველოში საინვესტიციო პროექტების განხორციელებას გულისხმობს.

"შეიძლება ითქვას, რომ რთული ეკონომიკური პერიოდის დროს, ეს არის სერიოზული საინვესტიციო გარღვევა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ეს არის ეკონომიკური შინაარსის ვიზიტი, თუმცა, დაგეგმილია ასევე პოლიტიკური შეხვედრებიც.

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში შეხვდება სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სადაც საუბარი შეეხება უახლოესი წლების თანამშრომლობას. ასევე შეხვედრები გაიმართება შეერთებული შტატების სენატის ხელმძღვანელობასთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, ზუსტად არ არის განსაზღვრული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტი რამდენიმე დღეს გასტანს.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე