ავტორი:

20-წლიანი ქორწინება დასრულდა: ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი დაშორდნენ - რა გახდა მიზეზი და რას ჰყვებიან ინსაიდერები წყვილის პირადზე

20-წლიანი ქორწინება დასრულდა: ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი დაშორდნენ - რა გახდა მიზეზი და რას ჰყვებიან ინსაიდერები წყვილის პირადზე

ნიკოლ კიდმანი და კიტ ურბანი თითქმის 20-წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.

ცნობილ წყვილს ორი შვილი ჰყავს: 17 წლის სანდეი როუზი და 14 წლის ფეით მარგარეტი. ოსკარის მფლობელი მსახიობი და ოთხგზის გრემის მფლობელი ქანთრი მომღერალი 2006 წლის ივნისიდან არიან დაქორწინებულები.

თავდაპირველად ამბავი TMZ-მ გაავრცელა. გამოცემის მიხედვით, წყვილი ზაფხულიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდა და დაშორების ინიციატორი კიტ ურბანი იყო.

Daily Mail-ის ცნობით ნიკოლ კიდმანსა და მის მეუღლეს შორის ურთიერთობა ბოლო თვეებში ძალიან გაცივდა. წყაროები ვარაუდობენ, რომ დაშორება ინტიმურობის ნაკლებობამ და მათმა დატვირთულმა გრაფიკმა გამოიწვია.

„კიტი ნიკოლს ვერასდროს ხედავს. ის ან გადაღებაზეა, ან ტურნეშია. მათ შორის დიდი სიყვარული იყო... ისინი ათწლეულების განმავლობაში ერთად იყვნენ, ამიტომ არსებობს შანსი, რომ შერიგდნენ, მაგრამ ახლა, მათი წყვილი დაიშალა,“ – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Daily Mail-ს.

  • ცნობების თანახმად, “ქორწინებით უკმაყოფილო კიტ ურბანი იყო“ და სწორედ მან გადაწყვიტა დაშორება. წყაროს თქმით, კიდმანი ქმრის გადაწყვეტილებით „გაოგნებული“ იყო.

ამჟამად კიდმანი და მისი შვილები ნეშვილში იმყოფებიან, სადაც წყვილი 4 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს.

ნიკოლ კიდმანი 1990 წლიდან 2001 წლამდე, 11 წლის განმავლობაში, მსახიობ ტომ კრუზზე იყო დაქორწინებული.

წყარო

იხილეთ ასევე: