ჰოლივუდის ვარსკვლავი კიანუ რივზი კვირას სპექტაკლ „გოდოს მოლოდინში“ პრემიერაზე გამოჩნდა.
61 წლის „მატრიცის“ ვარსკვლავი მანჰეტენის მიდთაუნში მდებარე ჰადსონის თეატრში თავის შეყვარებულთან, 52 წლის ალექსანდრა გრანტთან ერთად ჩავიდა, თუმცა ყველა ვარსკვლავის შეცვლილ გარეგნობასა და გამხდარ სხეულს აკვირდებოდა.
მსახიობის გულშემატკივრებმა შეშფოთება გამოხატეს და სხვადასხვა პლატფორმაზე წერენ, რომ “ის ძალიან გამხდარია...“
“ეს საგანგაშოა. ბოლო წლებში საგანგაშოდ გახდა. იმედი მაქვს, რომ ავად არ არის. „ჯონ ვიკში“ საოცრად გამოიყურებოდა. რა მოხდა?“
“2019 წელთან და თუნდაც სამი წლის წინანდელთან შედარებით, ის იმდენად გამხდარი და სუსტია, რომ ხალხი ღელავს“.
„მესმის შენი მოკრძალება, მაგრამ მოდი, ძმაო, მიიღე შხაპი, შეიჭერი თმა და იყიდე ახალი კოსტიუმი და ფეხსაცმელი,“ - წერენ გულშემატკივრები.
როგორც ჩანს, ვარსკვლავის გარეგნობაზე გავლენა მოახდინა მისმა სცენურმა როლმა, რომელშიც მაწანწალა ესტრაგონს თამაშობს.
იხილეთ ასევე: