ავტორი:

მოსკოვში ბაშარ ალ-ასადი მოწამლეს - სირიის ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა: რას წერს მედია

მოსკოვში ბაშარ ალ-ასადი მოწამლეს - სირიის ყოფილი პრეზიდენტი მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა: რას წერს მედია

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია, “კერძო წყაროზე“ დაყრდნობით, იტყობინება, რომ მოსკოვში სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოკვლა სცადეს.

მას შემდეგ, რაც ათი თვის წინ, სირიაში ხელისუფლება დაემხო, მისმა მმართველმა ბაშარ ალ ასადმა პოლიტიკური თავშესაფარი რუსეთში მიიღო. თუმცა, როგორც ჩანს უსაფრთხო გარემოში არც იქ იმყოფება.

  • წყაროს ცნობით, ასადის „მოწამვლისა და მისი მკვლელობის მოტივი იყო რუსეთის მთავრობის იმიჯის შერყევა, მის სიკვდილში თანამონაწილეობისთვის“.

როგორც ორგანიზაცია ავრცელებს, ასადი ასადი მოსკოვის გარეუბანში მდებარე საავადმყოფოდან ორშაბათს გაწერეს. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

ამბობენ, რომ საავადმყოფოში მისი მონახულების უფლება მხოლოდ ძმას, მაჰერ ალ-ასადს მიეცა.

რუსეთის მთავრობას ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

  • ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბაშარ ალ ასადის მოწამვლის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. რამდენიმე წლის წინაც გავრცელდა ცნობა, რომ ასადი „მოწამვლის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში“ იმყოფებოდა.

სირიის ახალი ხელისუფლება ასადის ექსტრადიციას ითხოვს, რაზეც რუსეთი ჯერჯერობით უარს ამბობს.

60 წლის ასადი რუსეთში ჩასვლის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და ითვლება, რომ მას რუსული დაზვერვის სამსახურები მფარველობენ.

წყარო

იხილეთ ასევე: