ინტერნეტით სერიული 5-კარიანი ჰეჩბეკ "შევროლეტ კრუზეს" ოფიციალური ფოტოები გავრცელდა. ფართო პუბლიკას ავტომობილს ჟენევის მოტორშოუზე წარუდგენენ. როგორც ადრე იუწყებოდნენ, სიახლე ევროპულ ბაზარზე 1,6-ლიტრიანი, 113 ცხძ სიმძლავრისა და 1,8-ლიტრიანი, 141 ცხძ-ის მქონე ბენზინის მოტორებით იქნება ხელმისაწვდომი. ასევე გამოყენებული იქნება 150 ცხძ-იანი, 2-ლიტრიანი დიზელი და სიჩქარის გადაცემათა 5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. "მძიმე საწვავზე" მომუშავე ასეთივე მოტორი ადრე უკვე გამოუყენებიათ კროსოვერ "შევროლეტ ორლანდოზე". მანქანის დეტალური მახასიათებლებიდან ჯერჯერობით მხოლოდ საბარგულის მოცულობაა ცნობილი - 400 ლ, რისი გაზრდაც უკანა სავარძლების დაკეცვის საშუალებითაა შესაძლებელი.
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)