ავტორი:

"ბეჭდების ომი" - რონალდუსა და ბეზოსის საყვარელი ქალები Balenciaga-ს შოუს მდიდრული სამკაულით დაესწრნენ: მათი საერთო ღირებულება 12 მლნ დოლარია

"ბეჭდების ომი" - რონალდუსა და ბეზოსის საყვარელი ქალები Balenciaga-ს შოუს მდიდრული სამკაულით დაესწრნენ: მათი საერთო ღირებულება 12 მლნ დოლარია

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის ცოლი ლორენ სანჩესი და ფეხბურთის ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს საცოლე, ჯორჯინა როდრიგესი, პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ და Balenciaga-ს ჩვენებას დაესწრნენ.

მედიამ კი მათი ერთად გამოჩენა ასე შეაფასა - “ბეჭდების ომი”.

  • მილიარდერების საყვარელ ქალებს მარავლმილიონიანი ბეჭდები ამშვენებდათ. ორივე მათგანს შავი სამოსი ეცვა და მათი სამკაული კი განხილვის მთავარი თემა გახდა.

ლორენ სანჩესს მარცხენა ხელზე ეკეთა მასიური, ოვალური ჭრილის ბრილიანტის ბეჭედი, ხოლო როდრიგესს ორივე ხელზე ეკეთა ბრილიანტის ბეჭედი.

როგორც მედია წერს, საერთო ჯამში, მათი ბეჭდების ღირებულება 12 მილიონი დოლარია.

ლორენ სანჩესს ეს გიგანტური ბრილიანტის ბეჭედი პირველად თავის ქორწილში, ვენეციაში ეკეთა. ჯორჯინას ნიშნობის ბეჭედს კი ბევრი წარდგენა არ სჭირდება. რონალდუს საცოლე ყველა ღონისძიებაზე ამ ბეჭედს განსაკუთრებულად წარმოაჩენს.