6 მაისს საღამოს ნიუ-იორკში, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ყოველწლიური Met Gala გაიხსნა, რომელიც შავკანიანთა ისტორიას, კულტურასა და სტილს მიეძღვნა. ადგილზე სპეციალური მიწვევით იმყოფებოდნენ მსოფლიოს ვარსკვლავები. საღამოს დრეს-კოდი იყო “Tailored for You,” რომელიც შავკანიანი დენდიზმის ისტორიას ეძღვნებოდა.
სხვა დასამახსოვრებელ იმიჯს შორის გამოირჩეოდა ფეხბურთის ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს მეუღლე - ინფლუენსერი და მოდელი ჯორჯინა როდრიგესი. ის ღონისძიებაზე ქართველ დიზაინერთან, გურამ გვასალიასთან ერთად მივიდა.
ეს ჯორჯინას პირველი Met Gala იყო. მოდის უმნიშვნელოვანეს საღამოზე, რომელიც ყოველწლიურად იმართება, მოდელს სწორედ გურამ გვასალიამ ჩააცვა.
დიზაინერი კაბის შექმნის ისტორიას წერს:
“როდესაც ჯორჯინამ მთხოვა, რომ მის პირველ Met-ზე შემემოსა, პირველი, რაც თავში მომივიდა იყო პრინცესა დიანა, რომელიც მის პირველ Met-ზე ჯონ გალიანოს ატლასის კაბაში იყო გამოწყობილი.
რადგან წლევანდელი Met Gala-ს დრეს- კოდი იყო "შენთვის შეკერილი“, ჩვენ დავიწყეთ დიზაინის შემუშავება. ამოვიღეთ 10 სხვადასხვა ქურთუკის ნაწილები და მაქმანებიან კაბებად გადავაკეთეთ. შემდეგ ეს კაბები დავჭერით და საღამოს კაბაში გავაერთიანეთ. შეიკერა მთლიანად ხელით, რამაც მას ნამდვილი Vetements Couture-ის ელფერი შესძინა.
არქეტიპული მამაკაცური სამოსი სენსუალურ, პერსონალიზებულ სილუეტად გადავაკეთეთ.
მინდოდა ჯორჯინასთვის პრინცესას მომენტი მეჩუქებინა. ის ხალხის დღევანდელი პრინცესა და გულების დედოფალია. ყველა კაბა ზღაპრული არ უნდა იყოს, მაგრამ ეს არის...“ - წერს გურამ გვასალია და ფოტოებს აქვეყნებს.
იხილეთ ასევე: