ავტორი:

"ძმები იზოლაციაში, გამოგონილი გვარებით ცხოვრობენ" - მედია პუტინისა და კაბაევას ვაჟების უახლეს ფოტოებს ავრცელებს: რა ხდება ცნობილი ივან და ვლადიმერ სპირიდონოვებზე

"ძმები იზოლაციაში, გამოგონილი გვარებით ცხოვრობენ" - მედია პუტინისა და კაბაევას ვაჟების უახლეს ფოტოებს ავრცელებს: რა ხდება ცნობილი ივან და ვლადიმერ სპირიდონოვებზე

მედიებმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და რუსი ცნობილი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევას ვაჟების ფოტოები პირველად გაავრცელეს.

გამოცემა agents.media-ს ცნობით, ბავშვები შეცვლილი გვარებით არიან რეგისტრირებულნი. ისინი პუტინის ბაბუის, სპირიდონ ივანოვიჩის სახელით სარგებლობენ და შესაბამისად, მათი გვარი სპირიდონოვია.

  • ივან სპირიდონოვ-პუტინი 2015 წელს შვეიცარიაში დაიბადა, ხოლო მისი ძმა - ვლადიმერ სპირიდონოვ-პუტინი 2019 წელს, მოსკოვში.

გამოცემის ინფორმაციით, “ძმები ამჟამად იზოლაციაში, ვალდაისა და სოჭში მდებარე რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციებში ცხოვრობენ“.

ვალდაიში მდებარე პრეზიდენტის სასახლე

პუტინისა და კაბაევას ორ ვაჟზე დეტალები ჟურნალისტ რომან ბადანინისა და მიხაილ რუბინის წიგნში, სახელად “თავად მეფე“ არის დაწერილი.

  • როგორც ცნობილია, ასეთივე გამოგონილი გვარებით ცხოვრობენ პრეზიდენტის ქალშვილები პირველი ქორწინებიდან - კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა.
  • ხოლო პრეზიდენტის კიდევ ერთი ქალიშვილი, ელიზავეტა ოლეგოვნა რუდნოვა, საფრანგეთში ელიზავეტა როზოვას გვარით ცხოვრობდა.

“პუტინი, კაბაევა და მათი ორი ვაჟი მნიშვნელოვან დროს ატარებენ პრეზიდენტის ვალდაის რეზიდენციაში. იქ კაბაევასთვის, მისი მემკვიდრეებისა და თანამშრომლებისთვის ცალკე სასახლე აშენდა. არის სპა ცენტრი, ბავშვთა დასასვენებელი ზონა და დიდი პარკი.

ივანე და ვლადიმერი ხანდახან ჩნდებიან საჯაროდ, სწორედ ასე მოხდა მათი ფოტოების მოპოვება,“ - წერს გამოცემა.

იხილეთ ასევე: