გვალვები და ზღვის დონის აწევა მთელ ერებს ე.წ. კლიმატური მიგრაციისთვის მზადებას აიძულებს. ამის შესახებ გაეროს მონაცემებზე დაყრდნობით RBC წერს.
დაგეგმილი კლიმატური მიგრაცია თემებისა და მთელი ერების გადაადგილებაა, რაც კლიმატის ცვლილების შედეგად საცხოვრებელი პირობების თანდათანობითი გაუარესებით არის გამოწვეული. კატასტროფების შემდგომი მოკლევადიანი ევაკუაციისგან განსხვავებით, ასეთი გადაადგილება წყალდიდობების, კატასტროფული გვალვების, რესურსების გაქრობისა და ინფრასტრუქტურის განადგურების გამო სისტემური ხასიათისაა.
გაეროს მონაცემებით, ზღვის დონის აწევის ტემპი 1990-იანი წლებიდან სითბური ეფექტის გამო გაორმაგდა, ხოლო მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ქვეყნები შესაძლოა, მასობრივი გადასახლებების წინაშე დადგნენ. ამასთან, არსებული პროგნოზით, 2100 წლისთვის ტერიტორიები, სადაც ამჟამად 200 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წყლის ქვეშ მუდმივად მოექცევა.
რეგიონები, რომლებიც უახლოეს მომავალში შესაძლოა, კლიმატის ცვლილების შედეგად განადგურდეს, შემდეგია:
ტუვალუ
წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობას კლიმატური ცვლილების შედეგებთან გამკლავება სულ უფრო უჭირს. აქ მიწის საშუალო სიმაღლე, დაახლოებით, ორი მეტრია, ამიტომ ყოველი შტორმი ან მოქცევა წყალდიდობის საფრთხეს ქმნის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზღვის დონემ, დაახლოებით, 15 სმ-ით აიწია, რამაც ტუვალუს ინფრასტრუქტურის განადგურება და სასმელი წყლის წყაროების დაბინძურება გამოიწვია, ასევე, სასურსათო უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საუკუნის ბოლოსთვის ქვეყნის ტერიტორიის 95%-მდე შესაძლოა, წყლის ქვეშ აღმოჩნდეს.
ამ ფონზე, 2023 წელს, ქვეყანამ შეთანხმება გააფორმა ავსტრალიასთან, რომელმაც კლიმატური მიზეზების გამო მთელი ერის გადასახლების შესაძლებლობა მსოფლიო ისტორიაში პირველად იურიდიულად გაამყარა. პროგრამა წელიწადში 280-მდე კლიმატური ვიზის გაცემას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის შუა პერიოდისთვის, დაახლოებით, 9000 განაცხადი იყო წარდგენილი, რაც ქვეყნის თითქმის, მთელ ზრდასრულ მოსახლეობას ასახავს. გადასახლება ნებაყოფლობითია და ონლაინ-ლატარიის საშუალებით ნაწილდება, რომ თანაბარი შესაძლებლობები იქნეს უზრუნველყოფილი. ავსტრალიის ვიზის მიმღებ ტუვალუელებს ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელ ადგილი და სამუშაო, ასევე, განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა ეძლევათ.
ამასთან, ავსტრალიის ხელისუფლება მათი სამშობლოს „ციფრულ ასლს“ ქმნის. კერძოდ, „ციფრული ერის“ პროექტის ფარგლებში ტუვალუს კუნძულები და მისი კულტურული ძეგლები სკანირდება და 3D-ფორმატში იწერება, რომ გაქრობის შემდეგ ქვეყნის შესახებ მეხსიერება შენარჩუნდეს...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: