ავტორი:

"ვახშამი შეილასთან, ეს იქნება შესაძლებლობა მიესალმოთ იამალის დედას" - იყიდება წვეულების ბილეთები, სადაც ხალხს ლამინ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა შეეძლება

"ვახშამი შეილასთან, ეს იქნება შესაძლებლობა მიესალმოთ იამალის დედას" - იყიდება წვეულების ბილეთები, სადაც ხალხს ლამინ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა შეეძლება

კომპანია JEN C Events ყიდის წვეულების ბილეთებს, სადაც "ბარსელონას" ვარსკვლავის, ლამინ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა იქნება შესაძლებელი. ასე რომ, მას ვისაც სურს, შეილა ებანასთან ერთად ივახშმოს, ბილეთში 150-დან 800 ევრომდე მოუწევს გადახდა.

  • "არ გაუშვათ ხელიდან შანსი, შეხვდეთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დედას“, - ნათქვამია წვეულების მიწვევაში. ვახშამი შეილასთან ლონდონში, შობის დღესასწაულზეა დაგეგმილი.

"ეს იქნება მშვენიერი საღამო და შესაძლებლობა მიესალმოთ შეილას. არ გვინდა ბევრი რამ გავამხილოთ, მაგრამ სტუმრებს ლონდონში ელით შესაძლებლობა ივახშმონ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის დედასთან ერთად“, - აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები. როგორც ცნობილია, წვეულება საქველმოქმედო იქნება.

ვახშამს ორგანიზებას უწევს კომპანია JEN C Events და მონაწილეები დატკბებიან გემრიელი კერძებით და ცოცხალი მუსიკით, დიჯეის თანხლებით.

ღონისძიებაზე დასწრება შეზღუდულია. დაახლოებით 400 სტუმრისთვისაა გათვლილი, ასევე მოქმედებს +18 ასაკობრივი შეზღუდვა.

ვახშამს უშუალოდ ლამინ იამალი არ დაესწრება.